fbpx
14:12 | 2020-08-26 ავტორი: Prime Time

რას ყვება მამა, რომელიც 11 წლის შვილის გარდაცვალების საქმეზე დააკავეს

რას ყვება მამა, რომელიც 11 წლის შვილის გარდაცვალების საქმეზე დააკავეს

თერჯოლაში დაღუპული 11 წლის მოზარდის მამა ამბობს, რომ მას შვილთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ისინი „ძმაკაცებივით“ იყვნენ.

 

ამის შესახებ მან სასამართლო პროცესზე განაცხადა.

 

„ცამდე მართალი ვარ..მე და ჩემი ბიჭი ძმაკაცებივით ვიყავით, ეს რაც პროკურორმა თქვა, თურმე რეციდივისტი ვყოფილვარ. ისეთები თქვა პროკურორმა დასახვრეტი ვყოფილვარ, – ამბობს ფრიდონ აბჟანდაძემ.

 

შეგახსენებთ, 23 აგვისტოს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 11 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს. ფაქტზე 49 წლის კაცი, გარდაცვლილის მამა დააკავეს.

 

გაირკვა, რომ ბრალდებული მის არასრულწლოვან შვილზე სისტემატურად ძალადობდა, რამაც სავარაუდოდ არასრულწლოვანის თვითმკვლელობა გამოიწვია.

 

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X