15:46 | 2020-04-14 ავტორი: Prime Time

რას ყვება კორონავირუსით ინფიცირებული მღვდელი – სად დაინფიცირდა სასულიერო პირი

რას ყვება კორონავირუსით ინფიცირებული მღვდელი – სად დაინფიცირდა სასულიერო პირი

დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისში მოქმედი ერთ-ერთი ტაძრის მღვდელმსახური კორონავირუსით დაინფიცირდა. ის ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.

 

სასულიერო პირის კომენტარს „მოამბე“ ავრცელებს.

 

მღვდელი ვარაუდობს, რომ მისი ინფიცირების წყაროს ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულება წარმოადგენს, სადაც ის 6 აპრილს რენტგენის გადასაღებად იმყოფებოდა.

 

ამასთან, მისივე თქმით, ვირუსის პირველი სიმპტომები გამოუვლინდა ხარების სადღესასწაული წირვის შემდეგ, რომელიც მან 6 მღვდელმსახურთან ერთად ჩაატარა.

 

„იმ საღამოს მომცა სიცხე 38 გრადუსამდე. მეორე დღეს მარტომ ჩავატარე წირვა, ტაძარში სულ ერთი ადამიანი იმყოფებოდა, ისიც მოშორებით იდგა. საღამოს 39-მდე ამიწია სიცხემ“, – ყვება სასულიერო პირი.

 

მისივე თქმით, 6 აპრილს ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტის დროს მას დერეფანში სხვა ადამიანებთან ერთად დიდ ხანს მოუწია ყოფნა და შესაძლოა ინფიცირება სწორედ ამ ფაქტს უკავშირდებოდეს.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები