14:49 | 2020-09-22 ავტორი: Prime Time

რას ყვება ადვოკატი არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულ 68 წლის კაცზე?

რას ყვება ადვოკატი არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულ 68 წლის კაცზე?

არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული 68 წლის მამაკაცი, ი.გ დანაშაულს არ აღიარებს. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ მისმა ადვოკატმა განუცხადა.

 

ჩვენ შევეცადეთ საქმის სხვა დეტალების დაზუსტებას, თუმცა ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისგან საქმის ირგვლივ საუბარი აკრძალული აქვს.

 

„გონს როდესაც მოვედი, სრულიად შიშველი ვიყავი“ - რას ყვება სექსუალური ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანი ბიჭი
2020-08-13„გონს როდესაც მოვედი, სრულიად შიშველი ვიყავი“ - რას ყვება სექსუალური ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანი ბიჭი

 

მართალია ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს, თუმცა როგორც ირკვევა, საქმეში დევს ფოტო მტკიცებულებები, რომელიც ი.გ-ს ბრალეულობაზე მიუთითებს.

 

კერძოდ, გამოძიების ინფორმაციით, 68 წლის კაცი მეზობელ ბავშვს სექსუალური შინაარსის ფოტოების გასაჯაროებით და ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მეზობლად მცხოვრებ არასრულწლოვან ბიჭთან, რამდენიმე წლის განმავლობაში, მისი ნების საწინააღმდეგოდ ამყარებდა სქესობრივ კავშირს, ფოტოსურათებს უღებდა და მომხდარის გახმაურების შემთხვევაში, ქონების განადგურებით და ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებოდა.

 

მამაკაცის მუქარას არასრულწლოვანი რეალურად აღიქვამდა, რის გამოც ის მომხდარს წლების განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდა.

 

დანაშაული 15-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები