17:26 | 2020-06-28 ავტორი: თამარ ბუჩუკური

რას ხატავენ ლუდომანები თამაშის დროს – მალე მათი ნახატების გამოფენა მოეწყობა

რას ხატავენ ლუდომანები თამაშის დროს – მალე მათი ნახატების გამოფენა მოეწყობა

„პრაიმტაიმი” არასამთავრობო ორგანიზაციის „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ” დამფუძნებელს თამარ ჯაფარიძეს ესაუბრა.

 

როგორც მან განაცხადა, მალე დამთვალიერებელს ექნება შესაძლებლობა ლუდომანთა მიერ შექმნილი ნახატები გამოფენაზე იხილონ.

 

ნამუშევრები უშუალოდ თამაშის დროსაა დახატული. მათ სპეციალისტები გაშიფრავენ.

 

თამარ ჯაფარიძის თქმით, იძულებულია ამ გზით, საზოგადოებას და ხელისუფლებას ეს პრობლემა კვლავ შეახსენოს და ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდოს. 

 

ხალხს ის უფრო მეტ აქტიურობას ჰპირდება. ამბობს, რომ ოჯახ-ოჯახ ივლის და მათ ჩართულობას ასე გაზრდის ქვეყნის ცხოვრებაში.

 

თამარ ჯაფარიძესთვის მტკივნეულია ინდიფერენტული საზოგადოება და პრობლემების პრობლემადვე დატოვება.

 

„მალე საზოგადოება გამოფენას იხილავს, სადაც უნიკალური ნამუშევრები გამოიფინება, ესენია: აზარტული თამაშების დაწესებულებებში თამაშდამოკიდებული ადამიანების მიერ შექმნილი ნახატები.

 

ამ ნამუშევრებში ასახულია ლუდომანების განწყობა, ემოციები, შეგრძნებები, ვიღაცამ ჩამოქცეული ჭერით სახლი დახატა…

 

თითოეულ ნამუშევარს ადიქტოლოგები გაშიფრავენ.

 

გახსოვდეთ, თამაშდამოკიდებულების დაძლევა შესაძლებელია - რჩევები ფსიქოლოგისგან
2020-06-10გახსოვდეთ, თამაშდამოკიდებულების დაძლევა შესაძლებელია - რჩევები ფსიქოლოგისგან

 

ძალიან საინტერესო და აქტუალური ღონისძიება იქნება, რომლითაც საზოგადოებას და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ამ ადამიანებსა და მათ ორგვლივ განვითარებულ საზარელ მდგომარეობას შევახსენებთ.

 

მიუხედავად არაერთი დაპირებისა, არც ერთმა თანამდებობის პირმა არ ისურვა ამ პრობლემის გადაჭრა და რეგულაციების შემოღება.

 

აუცილებელია სასწრაფო ზომების მიღება, თორემ თაობებს ვკარგავთ.

 

გული გამისკდა, როცა აქცია ჩვენმა ორგანიზაციამ და მოძრაობამ „ხალხისთვის” მოვაწყვეთ და ღამის საათებში კანცელარია განათდა და ხმამაღალი ვიდეო ჩავრთეთ.

 

სადაც ბიძინა ივანიშვილი, გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია და მამუკა ბახტაძე ხალხს ჰპირდებოდა, რომ აზარტულ თამაშების წინააღმდეგ ქმედით ნაბიჯებს გადადგამდნენ.

 

ეს დაპირება დაპირებად დარჩა. გულწრფელად მჯეროდა, რომ აქციის დროს, მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები აქციას თუ არ დაესწრებოდნენ, ფანჯრებიდან და აივნებიდან მაინც იკითხავდნენ – რა ხდება?!“

 

ხალხო, თქვენმა გულგრილობამ, მაპატიეთ და დაჩმორებამ გული გამიხეთქა.

 

კინოფილმ „მონანიებიდან” კადრი გამიცოცხლდა თვალწინ – ვარლამ არავიძის სცენა, ყველა ფარდას რომ ჩამოაფარებს.

 

აზრი აღარ აქვს ვინ მოვა პოლიტიკაში, ვინ გაიმარჯვებს, ჩვენი საქართველო ხალხის გარეშე არსებობს.

 

ხალხი სადაა და რა მოვალეობა აქვს, არ იციან. ამიტომ, იძულებული ვარ, ოჯახ-ოჯახ ვიარო და ავუხსნა, რომ სახელმწიფოები თვითონ არიან.

 

ჩემს გვერდით ათასობით ადამიანი დგას, რომლებიც აზარტული თამაშების ქაოტურმა ბიზნესმა დააზარალა. მათი და ჩვენი მომავლისთვის ვიბრძვი.

 

ამ ბრძოლაში ის ჟურნალისტები მიდგანან გვერდით, რომლებიც არ იყიდებიან და თქვენამდე, მკითხველამდე ჩვენი ნათქვამი მოაქვთ.

 

საზოგადოებას მოვუწოდეთ, ვიაქტიუროთ რეფერენდუმის უფლების განბლოკვისთვის. ეს კანონიერი გზაა, ჩვენი ნება გამოვხატოთ და ვაიძულოთ კანონმდებლები იმუშაონ ჩვენი ნება-სურვილის შესაბამისად.

 

ახლა, წლობით კანონპროექტები რომ შემოდებულია და არც კი ესმით ჩვენი ტკივილი და არც უნდა რომ გაიგონ, თამაშის ბიზნესის ლობისტები რომ გვყავს ჩინოვნიკები,

 

კეთილი ინებონ და ამ გაუბედურებული ოჯახებისთვის იმუშაონ, ნუ იქნებიან მძინარა დეპუტატები, კანონპროექტი უბრალოდ დააკანონონ.

 

იძულებული ვარ, პროტესტის უკიდურეს ზომას მივმართო, მომავალი კვირიდან სულ სხვანაირ დედებს გაიცნობთ, რომლებიც მართლა იბრძვიან აზარტული თამაშების წინააღმდეგ.” – ამბობს თამარ ჯაფარიძე.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +