22:40 | 2020-05-14 ავტორი: თამთა თორდია

რას ამბობს კაცი, რომელიც სამი თვის ასაკში დედამ მდინარესთან დატოვა და გაიქცა

რას ამბობს კაცი, რომელიც სამი თვის ასაკში დედამ მდინარესთან დატოვა და გაიქცა

გადაცემა „პროფილში“ 34 წლის მამაკაცმა თავისი ტრაგიკული ისტორია მოყვა და აღნიშნა, რომ ბავშვობაში ის დედამ მდინარის პირას მიატოვა.

 

„მე სამი თვის ვიყავი, ჩემი და ოთხი წლის, როცა დედამ მდინარე ყვირილას პირას დაგვყარა და მიგვატოვა. იმ დროს საჩხერეში ქორწილი იყო და სიძე-პატარძალმა გამოიარა, მათ პოლიციაში მიგვიყვანეს.

 

პოლიციამ ბიძასთან და ბიცოლასთან მიგვიყვანა და მათ გაგვზარდეს 10 წლამდე, შემდეგ 16 წლამდე ინტერნატში ვიყავით“, – ამბობს ბესო.

 

რამდენიმე წლის წინ ბესოს და გარდაიცვალა, თავად კი ახლა ქუჩაში ცხოვრობს.

 

„ბარათაშვილის ძეგლთან, პარკში მძინავს ახლა“, – ამბობს ბესო.

 

ახლა იმ დედას ეძებს, რომელმაც ბავშვობაში მდინარის პირას დატოვა.

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +