10:53 | 2020-06-16 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

ეს ბიჭი მამათა მონასტრიდან გაუჩინარდა – მეუფეს აღსარება ჩააბარა და მას შემდეგ აღარავის უნახავს

ეს ბიჭი მამათა მონასტრიდან გაუჩინარდა – მეუფეს აღსარება ჩააბარა და მას შემდეგ აღარავის უნახავს

„პრაიმტაიმი“ 2005 წლის შემოდგომაზე გაუჩინარებული 20 წლის ახალგაზრდის ლევან ანდღულაძის შესახებ გიამბობთ. ფანასკერტელის უნივერსიტეტის, სტომატოლოგიის ფაკულტეტის, მესამე კურსის სტუდენტი დარიალის ხეობიდან გაუჩინარდა.

 

დედა, ნელი ამაშუკელი საკუთარ ვაჟს დღემდე ეძებს და ცდილობს, პასუხი იპოვოს კითხვებზე, რომელიც ეკლესიიდან დაკარგული შვილის გარშემო აქვს.

 

– ლევანი 2005 წლის 15 სექტემბერს გაუჩინარდა მონასტრიდან. მანამდეც დადიოდა მოძღვართან ჭიათურაში, 17 ივლისს კი შავნაბადას მონასტერში წავიდა. უნდოდა არდადეგები სწორედ იქ გაეტარებინა, სადაც მიდი მოძღვარის ძმა, არქიმანდრიტი შიო გაბრიჭიძე მსახურობდა.

 

ყოველთვის სურდა პატრიარქთან შეხვედრა და ყველას ეხვეწებოდა ამაში დახმარებოდნენ. როცა მონასტერში დარჩენა გადაწყვიტა შავნაბადაზე, ერთი კვირის თავზე მოვინახულეთ მე და ჩემმა ქალიშვილმა.

 

მითხრა, პატრიარქს უნდა შევხვდე, იქნებ ახალი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ამომიტანოთო. ძალიან ემზადებოდა ამისთვის.

 

შემდეგ მე და ჩემმა ქალიშვილმა ჭიათურაში დაბრუნება გადავწყვიტეთ, მინდოდა ლევანისთვის მიმეწვდინა ხმა, როცა შავნაბადას მონასტრიდან დაბრუნდებოდა, პირდაპირ ჭიათურაში ჩამოსულიყო, რადგან თბილისში არ ვიყავით.

 

მორჩილ გიორგი წულაიას დავურეკე, თითქოს დრო გამიწელა, ყველა დარეკვაზე მეუბნებოდა, 15 წუთში გადმომირეკეო, ბოლოს მიტხრა, კურთხევას ავიღებ და ლევანი თავად დაგირეკავთო. ველოდებოდი 12 საათამდე, არ დარეკა ლევანიმ და წამოვედით ჭიათურაში.

 

 

Exclusive: „კანონიერი ქურდი“ სენაკელ ბიზნესმენს 60 000 დოლარს სძალავდა
2020-06-15Exclusive: „კანონიერი ქურდი“ სენაკელ ბიზნესმენს 60 000 დოლარს სძალავდა

 

როცა რაიონში ჩამოვიდა, მას შემდეგ დამიკავშირდა, მითხრა, დარიალის ხეობაში ვარ, აქ მამათა მონასტრის მშენებლობაში ვიღებ მონაწილეობასო. აღფრთოვანებული იყო.

 

28 აგვისტოს მარიამობა მოგვილოცა, შევთანხმდით, 25 სექტემბერს მისი დაბადების დღისთვის წამოვიდოდა მონასტრიდან. ბოლოს 14 სექტემბერს ველაპარაკე შვილს, მას შემდეგ აღარც მინახავს და ჩემი ლევანის ხმაც არ გამიგია.

 

– ვისგან გაიგეთ რომ დაიკარგა თქვენი ვაჟი?

 

– ლევანი 15 სექტემბერს გაუჩინარებულა. მეორე დღეს დამირეკა ჩემი შვილის ნათლიამ და მკითხა: ლევანი ხომ არ ჩამოსულაო. ვუთხარი, რომ 25-26 რიცხვისთვის ველოდებოდი მას.

 

მითხრა, რომ მონასტრიდან წამოვიდა ლევანი და ეტყობა ფეხით მოდისო, სწორედ მაშინ დავეჭვდი, ვიფიქრე ნეტავ გიორგი წულაიამ რატომ მომატყუა, ლევანი დარიალის ხეობაში რომ წავიდა-მეთქი.

 

17 სექტემბერს წავედი ყაზბეგში, არავინ არ ეძებდა ჩემს შვილს, იქ სამძებრო სამუშაოები, არაფერს ეტყობოდა. მოვინახულე ბიჭები, მითხრეს ლევანი, როცა წავიდა ჩვენ გვეძინაო.

 

 

15 სექტემბერს პატრიარქი ყოფილა ხეობაში და იქ იყვნენ მომლოცველები, მათ შორის რუსეთიდან, რომლებიც ექსკურსიაზე აპირებდნენ წასვლას, ლევანს უთხოვია მამა შიოსთვის გაეშვა ექსკურსიაზე,

 

რაზეც არქიმანდრიტმა უარი უთხრა. მოითხოვა შავნაბადაზე დაბრუნება, ჩაალაგა ყველაფერი, მაგრამ არ დააბრუნეს.

 

 

ამაზე გაბრაზდა ლევანი, ტრაპეზსსაც არ დაესწრო. მდინარესთან დამჯდარა და თურმე წერდა რაღაცას.

 

რვეული ეჭირა ხელში, ჩანაწერებს აკეთებდა ბუნებაში. მერე წერილი გამოატანა თურმე ბიჭებს, რომელიც დახეული მომცეს, მისი დაწერილია თუ არა ეს წერილი ესეც არ ვიცი.

 

იქ წერდა, მე ვარ ლაზარე, ოთხი დღის შემდეგ აღვდგები და თქვენ შეიძლება ჩემს მუხლებზე დაეცეთო. დახეული დამხვდა ეს წერილი.

 

– დარიალის ხეობაში ჩასული, როდესაც არქიმანდრიტ შიოს შეხვდით,რა გითხრათ მან?

 

– თავდაპირველად, როცა ჩავედი, გამწარებული ვიყავი, არ მინდოდა არქიმანდრიტი მენახა, მასთან ცოტა რთული საუბარი მქონოდა და ამით მიმეყენებინა შეურაცხყოფა ჩემი შვილისთვის.

 

 

ამიტომ ჩემი და შეხვდა, არქიმანდრიტმა შიო გაბრიჭიძემ მას კომპრომისზე წასვლა შესთავაზა, ჩემმა დამ უთხრა, მაჩვენეთ ლევანი და შემდეგ წამოვალთ კომპრომისზეო, მაგრამ ამას არ დათანხმდნენ. საპატრიარქოში მივიტანე ყველა ის კითხვა, რაც მაქვს სხვადასხვა ადამიანებთან, დავტოვე მეუფე თეოდორესთან, მაგრამ არავინ შემხმიანებია.

 

 

 

სკანდალური ფარული ჩანაწერი: თემო ვარ სოხუმელი, განაბი
2020-06-15სკანდალური ფარული ჩანაწერი: თემო ვარ სოხუმელი, განაბი

 

 

– მეუფე პეტრეს რა შეხება ჰქონდა თქვენს შვილთან?

 

– როდესაც წამოვედი დარიალის ხეობიდან, გია ყაველაშვილმა დამირეკა და მითხრა, 19 სექტემბერს ყაზბეგში მეუფე პეტრე წირავდა, სადაც ლევანი უნახავთო. წავედი შევხვდი მეუფე პეტრეს, მაგრამ მას ლევანი არ ახსოვდა.

 

ჩემი ხელით ვლეწავდი ტყეს და ვეძებდი ჩემს შვილს, იქნებ სადმე რამე მეპოვა. 25 სექტემბერს ლევანის დაბადების დღეზე ისევ მივედი მეუფე პეტრესთან, წირავდა და რომ დამინახა ლევანის დაბადების დღე მომილოცა.

 

მეუფე პეტრემ ყაზბეგში წამიყვანა ერთ-ერთ ოჯახში, საიდანაც გოგონა იყო წასული მონასტერში. მას მამა დაეღუპა და გოგონამ დედას მიწერა, რომ შუამთის მონასტერში იმყოფებოდა მონაზვნად.

 

ამით რისი თქმა უნდოდა მეუფეს არ ვიცი, მაგრამ მე ეს მაჩვენა და როცა იმ გოგონას დედა ტიროდა, ვფიქრობდი, ჩემზე ბედნიერი იყო ის ქალი, რადგან მან იცოდა სად იყო მისი შვილი, მე არა.

 

მჯერა, რომ ბოლო აღსარება მან მეუფე პეტრეს მისცა და ამის შემდეგ დაიკარგა. სხვა მოსახლეებსაც ჰყავთ ნანახი.

 

ეკლესიის სამზარეულოში მე ვინ ჩამახედებს, ერთი პერიოდი ვიფიქრე, იქნებ მეც მონაზვნად აღვიკვეცო, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობა ხომ უნდა მიწყობდეს ხელს? სული კბილებით მიჭირავს, იქნებ ისე წავიდე ამ ქვეყნიდან რაღაც მაინც გავიგო ჩემს შვილზე.

 

მეუფე პეტრესთან შეხვედრების  შემდეგ, არქიმანდრიტმა შიომ საქმეში ჩართო ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა, ერთად წავედით პოლიციაში, სადაც მოვითხოვე არქიმანდრიტი დაეკითხათ, დაკითხვა, როცა დაიწყო, ნანა ჩაჩუა გარეთ გავიდა, გამომძიებელს დაურეკა და უთხრა, ადვოკატის გარეშე დაკითხვის უფლება არ გაქვთო და შეწყდა დაკითხვა.

 

 

მარტოხელა დედამ წლების წინ გაიგო, რომ აყვანიალია - სულისშემძვრელი ისტორია
2020-04-30მარტოხელა დედამ წლების წინ გაიგო, რომ აყვანიალია - სულისშემძვრელი ისტორია

 

ჩვენი ადვოკატი ეკა ბესელია უნდა ყოფილიყო, თავად მამა შიომ შემოგვთავაზა ბესელია, მაგრამ ერთხელაც არ მყავს ნანახი.

 

– რას ეტყოდით თქვენს შვილს?

 

– ჩემი ლევანი როგორიც არ უნდა იყოს, ის არის ჩემი შვილი, დამიბრუნდეს და მასზე უარს არ ვიტყვი. ბედნიერი დედა ვიქნები.

 

„პრაიმტაიმი“ არქიმანდრიტ შიო გაბრიჭიძეს დაუკავშირდა, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ტაძარში აღარ მსახურობს.

 

 

 

– მახსოვს ეს ბიჭი, თვენახევარი მქონდა მასთან ურთიერთობა. წლები გავიდა და ბევრი რაღაც აღარ მახსოვს. მშენებელი იყო და ექსკლურსიაზე ვერ გავუშვებდი.

 

თავზე საყრელი მქონდა სამუშაო და რატომ უნდა გამეშვა ექსკურსიაზე. ჩემგან არანაირი წყენა არ ყოფილა, მაგრამ თავზე ხომ არ მოვუსვამდით ხელს. მითითებებს ვაძლევდი. სად წავიდა ჩემგან არ ვიცი.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენტარი - +