12:41 | 2020-05-21 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ტურისტების ჩამოსვლა იქნება ისეთივე უსაფრთხო, როგორც აქამდე – ნათია თურნავა

ტურისტების ჩამოსვლა იქნება ისეთივე უსაფრთხო, როგორც აქამდე – ნათია თურნავა

ბატონი პაატა გულისხმობდა იმას, რომ აქ ჩამოსვლა იქნება ისეთივე უსაფრთხო, როგორც აქამდე და როგორცვუძღვებოდით ჩვენ ამ სიტუაციას , – ასე განმარტავს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებას.

 

„საქართველო ძალიან უსაფრთხოა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს იმიჯი კიდევ უფრო განვამტკიცოთ და სრულიად მსოფლიოს გავაცნოთ.

 

მერწმუნეთ, ძალიან დიდი ინტერესია. უცხოელი ტურისტები არიან მოწყურებულები და უნდათ გავიდნენ ქვეყნიდან და დაისვენონ.

 

საქართველო განიხილება როგორც ერთ-ერთი უსაფრთხო N1 ადგილი.

 

პირდაპირ ვეკითხები პაატა იმნაძეს: ვის იგდებთ მასხრად - ხათუნა ლაგაზიძე
2020-05-21პირდაპირ ვეკითხები პაატა იმნაძეს: ვის იგდებთ მასხრად - ხათუნა ლაგაზიძე

 

ასე, რომ ის ფაქტი, რომ უსაფრთხოდ მოვემსახურებით, ჩვენი უპირატესობაა. მათი ყურადღება ამჯერად მიმართულია არა რელაქსირებულ გარემოზე, არამედ უსაფრთხოზე. ჩვენ ამაზე ჩვენს მედიკოსებთან ერთად ვმუშაობთ“, – ამბობს თურნავა.

 

შეგახსენებთ, პაატა იმნაძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ტურისტებისთვის ისეთი წესები იქნება, პრაქტიკულად კარანტინში ჩამოდიან“.

 

ასევე ნახეთ: დასახელდა ქვეყნები, სადაც საქართველოდან ფრენები აღდგება

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენატარი - +

X