fbpx
12:15 | 2020-04-23 ავტორი: თამარ გონგაძე

რას ფიქრობენ ცნობილი ქალები შაბათ-კვირას ავტომობილების მოძრაობის აკრძალვაზე

რას ფიქრობენ ცნობილი ქალები შაბათ-კვირას ავტომობილების მოძრაობის აკრძალვაზე

პანდემიურმა თვითიზლაციურმა პერიოდმა და ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვამ ქალაქებში ჰაერის გაწმენდას შეუწყო ხელი.

 

ყველა ამჩნევს და აღნიშნავს, რომ ჟანგბადს ისუნთქავს და ჰაერი გამჭვირვალეა.

 

22 აპრილს დედაქალაქის მერი გამოვიდა ინიციატივით, რომ თუ მხარს დაუჭერენ, განიხილონ შაბათ-კვირას ავტომობილებით მოძრაობის შეზღუდვა.

 

ინიციატივას მომხრეებიც გამოუჩდნენ და მოწინააღმდეგეებიც. ნახეთ, რას ფიქრობენ ამასთან დაკავშირებით “პრაიმტაიმის” რესპონდენტები.

 

ოპერის მომღერალს, თამარ ივერს მიაჩნია, რომ კვირაში ერთი დღე მაინც უნდა მოხდეს ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვა.

 

თამარ ივერი: – ალბათ, დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული, მაგრამ ელექტრო ტაქსები და ტრავმაი უნდა შემოიყვანონ, ტროლეიბუსები უნდა აამუშაონ. ელექტრო ტრანსპორტმა ნელ-ნელა უნდა ჩაანაცვლოს ტრანსპორტი.

 

მომხრე ვარ, რომ კვირა დღეს აიკრძალოს მსუბუქი მანქანებით გადაადგილება, მერიამ გამოყოს სიმბოლურ ფასიანი ელექტრო ტაქსები და მაქსიმალური პროპაგანდა გაეწიოს ველოსიპედით მოძრაობასაც.

 

მთლად უტრანსპორტოდ შაბათ-კვირას ადამიანები ვერ გაძლებენ, ამიტომ მოკლე მანძილზე ველოსიპედით გადაადგილება მოხდეს (ქალაქის ველოსიპედებით, როგორც ევროპის ქალაქებშია), შორ მანძილზე – ელექტრო ტაქსებით.

 

ეს ჰაერი ჩვენ გვაავადებს, ამიტომ ეკოდღის დაწესება სასარგებლო იქნება ისევ ჩვენთვის.

 

მომღერალი მაია დარსმელიძე თვლის, რომ ჩვენს ქვეყანაში ამ ცვლილების დაგეგმვა ნაადრევი და გაუმართლებელია.

 

მაია დარსმელიძე: – ჩვენს ქვეყანაში ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. გვაქვს გაუმართავი ინფრასტრუქტურა, ტექდათვალიერების თემა მოუგვარებელია, ეს ყველაფერი წარმოუდგენელია გამოუცვლელი ძველი მანქანების პირობებში…

 

ჩვენ რომ ვცხოვრობდეთ ამ მხრივ გამართულ ქვეყანაში, მაშინ შეიძლებოდა ამ ინიციატივის განხილვა. ყვითელი სამარშრუტო ტაქსები გასამართია, რაც შავი გამონაბოლქვის წყაროა და გვწამლავს.

 

ეკოლოგიური პრობლემის მოგვარება თუ გვინდა, პირველ რიგში საზოგადოებრივი ტრასპორტია მოსაწესრიგებელი და მოსაგვარებელი.

 

აუცილებელია ტექდათვალიერების შემოღება. ვისაც ამის საშუალება არ აქვს, ალტერნატივა შესთავაზონ, რომ ეს ხალხი ულუკმაპუროდ არ დარჩეს.

 

გარდა ამისა, ვინც მთელი კვირა მუშაობს და დასვენების დღეებში გეგმავს ქალაქგარეთ გასვლას, ან სტუმრად წასვლას (პირადი გამოცდილებით ვამბობ), ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვა ამ მხრივაც გაუმართლებელია. ამხელა მანძილების ფეხით გავლა, ფიზიკურად შეუძლებელია.

 

მოდელი და ტელეწამყვანი სალომე ღვინიაშვილი თვლის, რომ ეს შეზღუდვა უმჯობესი იქნება დღესასწაულებზე…

 

სალომე ღვინიაშვილი: – ინიციატივა მომწონს, თუმცა კვირაში ორი დღე, ავბომობილებით მოძრაობის შეზღუდვა, ძალიან ბევრია, გამორიცხულია. ჩემი მოკრძალებული აზრით, კარგი იქნება დასვენების დღეებზე, ანუ დღესასწაულებზე გავრცელდეს ეს შეზღუდვა.

 

მანამდე მოსაგვარებელია ავტობუსების ტექდათვალიერების პრობლემა. ეკოლოგიისთვის ძალიან კარგია, ამჟამიდელი შეზღუდვა. ჰაერი გაიწმინდა. ამოისუნთქა ქალაქმა…

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X