fbpx
14:47 | 2020-03-12 ავტორი: Prime Time

რას ფიქრობენ დეპუტატები ქორწილებისა და ქელეხების აკრძალვაზე?

რას ფიქრობენ დეპუტატები ქორწილებისა და ქელეხების აკრძალვაზე?

 

შესაძლოა, დიდი თავყრილობები, როგორიცაა ქორწილი და ქელეხი მთავრობამ, კორონავირსუსის პრევენციის გამო აკრძალოს.

 

„პრაიმტაიმი“ საქართველოს პრალამენტის დეპუტატებს დაუკავშირდა, იმის გასაგებად თუ როგორია მათი დამოკიდებულება.

 

მე მართმადიდებელი ადამიანი ვარ და ყველა ტრადიციაში ვიღებ მონაწილეობას – აღნიშნავს პარლამენტის დეპუტატი, პროფესიით მედდა ენძელა მაჭავარიანი და მიიჩნევს, რომ მსგავსი ღონისძიებებისგან თავი უნდა შევიკავოთ.

საზოგადოება დღეს არის ძალიან გაზრდილი,დაავადებამ პანდემიის ფორმა მიიღო და უნდა შევხვდეთ მომზადებული. ქელეხი რა საჭიროა, საკურთხიც შეიძლება,მაგალითად ათკაციანი სუფრა შინაურებით, დავკრძალავთ ღია სივრცეში და არ დავჯდებით სუფრასთან. არის ხოლმე შემთხვევები როცა დიდი ტრაგედია ხდება, ოჯახში ვის აქვს ქელეხის თავი. მე მართმადიდებელი ადამიანი ვარ და ყველა ტრადიციაში ვიღებ მონაწილეობას, მაგრამ როცა ასეთი საფრთხეა ტრადიციები გვერდზე უნდა გადავდოთ. შეიძლება იყოს გულის წყვეტა მაგრამ არჩევანი უნდა გავაკეთოთ ჯანმრთელობის და გადარჩენის სასარგებლოდ. ყველაზე დიდი წამალი პროფილაქტიკა და პრევენციაა – განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა

 

საზოგადოება თავად ირჩევს რისკის ზომას – აცხადებს რომან გოცირიძე და აღნიშნავს, რომ მისთვის თავად საზოგადოების მხრიდან მსგავსი ღონისძიებების შეზღუდვა მისაღები იქნება.

მთავრობა ამას ვერ შეზღუდავს, მთავრობას შეუძლია მოუწოდოს ხალხს და ადამიანებმა უნდა გამოიჩინონ შეგნება. სამართლებრივად ეს რამდენად შესაძლებელია ვერ გეტყვით. მთავრობას შეუძლია გააუქმოს სწავლა, სპორტული ღონისძიებები. როცა საუბარია ქორწილზე და დაბადების დღეებზე ეს უნდა იყოს ადამიანის შეგნებაზე დამოკიდებული. საზოგადოება თავად ირჩევს რისკის ზომას, თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ეს არ არის რისკი ძალიან სამწუხაროა, ეს ისეთი რისკია, რომელიც სხვის თავისუფლებასაც ეხება. ცხოვრება ასწავლის ადამიანებს ჭკუას – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X