23:09 | 2020-08-25 ავტორი: თამარ ბუჩუკური

რას ამბობს თვითმხილვევლი გურიაში ბიძაშვილების სისხლიან დაპირისპირებაზე

რას ამბობს თვითმხილვევლი გურიაში ბიძაშვილების სისხლიან დაპირისპირებაზე

პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ გურიაში ცივი იარაღით მამაკაცმა ნათესავი დაჭრა.

 

ჩვენი ინფორმაციით, დაპირისპირებული მხარეები ბიძაშვილები არიან. კონფლიქტის მიზეზად კი, სოფლის მეურნეობის საკითხი სახელდება.

 

„ერთის შინაურმა ფრინველმა მეორის ბაღჩეული დააზიანა. ბიძაშვილებს შორის კამათი მოხდა, რაც სერიოზულ ჩხუბში გადაიზარდა. ერთ-ერთი დანით არის დაჭრილი, რის გამოც, კლინიკაშია გადაყვანილი.“ – ამბობს ადგილობრივი.

 

ალბათ, მძიმედ იყო დაჭრილი, თორემ გიორგი ტყვედ არ ჩავარდებოდა - გმირი ანწუხელიძის მეუღლე
2020-08-18ალბათ, მძიმედ იყო დაჭრილი, თორემ გიორგი ტყვედ არ ჩავარდებოდა - გმირი ანწუხელიძის მეუღლე

 

„პრაიმტაიმი“ მომხდარზე დეტალების გასარკვევად შსს-ს დაუკავშირდა, სადაც განმარტავენ, რომ თავდამსხმელი ცხელ კვალზე დაკავებულია.

 

გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +