16:32 | 2020-04-01 ავტორი: თამთა თორდია

რას ამბობს პაატა იმნაძე გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლით მკურნალობაზე

რას ამბობს პაატა იმნაძე გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლით მკურნალობაზე

პაატა იმნაძის თქმით, გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლით მკურნალობა საკმაოდ მიღებული მეთოდია.

 

მისი თქმით, ეს მეთოდი საქართველოში უკვე გამოყენებული აქვთ.

 

„ეს არის საკმაოდ მიღებული მეთოდი, საქართველოში ჩვენ ეს მეთოდი გამოყენებული გვაქვს. ინფექციურმა საავადმყოფომ გამოიყენ მძიმე დაავადებების, ყირიმ კონგოს ცხელების დროს. ყაზახი კოლეგებისგან მივიღეთ მაშინ, რადგან ჩვენთან ასეთი ავადმყოფი ჯერ არ იყო.

 

საჭიროა,  ბევრი გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლი გვქონდეს, რათა შემდეგ გამოვიყენოთ ახალ მძიმე პაციენტებზე.

 

ჩვენი კოლეგები, ინფექციონისტები ამაზე ფიქრობენ, მაგრამ ყოველთვის უკეთესია, მკურნალობის შესახებ კითხვები დაუსვათ ინფექციონისტებს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

ცნობისთვის, 1-ლი აპრილის მდგომარეობით საქართველოში გამოჯანმრთელდა 23 პაციენტი.

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X