15:55 | 2020-05-05 ავტორი: ალექსი ქამადაძე

რას ამბობს ექიმი უკანასკნელ ვიდეოში, რომელიც ფანჯრიდან გადმოვარდნამდე ჩაწერა 

რას ამბობს ექიმი უკანასკნელ ვიდეოში, რომელიც ფანჯრიდან გადმოვარდნამდე ჩაწერა 

რუსეთში, ორი დღის წინ ვორონეჟის ოლქის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი, რომელიც მანამდე სამუშაო პირობების გამო ჩიოდა, კლინიკის ფანჯრიდან გადავარდა.

 

37 წლის ალექსანდრე შულეპოვს კორონავირუსი დაუდგინდა და 22 აპრილს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

ის თავისი პალატის ფანჯრიდან გადავარდა და კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. მედიკოსები მისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან.

 

ამბავი კი ასე დაიწყო ↓↓↓

 

მანამდე სანამ ექიმს საავადმყოფოში გადაიყვანდნენ, თავის კოლეგასთან ალექსანდრე კოსიაკინთან ერთად ჩაწერა ვიდეომიმართვა, რომელშიც ამბობდა, რომ მას მუშაობას და გამოძახებებზე სიარულს მას მერე აიძულებდნენ, რაც თავად აღმოაჩნდა კორონავირუსი.

 

ასევე, ექიმი აცხადებდა, რომ მედიკოსებს არა აქვთ დაცვის საშუალებები და არ ხდება მათი შემოწმება კორონავირუსზე.

 

ვორონეჟის ოლქის ჯანდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ აღნიშნული ინფორმაცია „ფეიკ ნიუსს“ წარმოადგენდა. ამის მერე შულეპოვმა ჩაწერა ახალი მიმართვა, რომელიც ოლქის ოფიციალურმა უწყებამ თავად გამოაქვეყნა.

 

ახალ ვიდეოში, ექიმი აცხადებდა, რომ პირველი ჩანაწერი „ემოციური ფონის“ შედეგად გააკეთა. რამდენიმე დღეში კი ის კლინიკის ფანჯრიდან გადავარდა.

 

24 აპრილს ქალაქ ზვიოზდნის სასწრაფო სამედიცინო დახმარების განყოფილების უფროსი ექიმი ნატალია ლებედევა დაიღუპა, რომელიც ასევე კლინიკის ფანჯრიდან გადავარდა.

 

25 აპრილს ფანჯრიდან გადავარდა კრასნოიარსკის საოლქო ჰოსპიტლის მთავარი ექიმი ელენა ნეპომნიაშიაც, ის 1-ელ მაისს გარდაიცვალა.

 

ამავე თემაზე: 

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში რუსეთში უკვე მესამე ექიმი ფანჯრიდან გადავარდა
2020-05-03კორონავირუსის პანდემიის პერიოდში რუსეთში უკვე მესამე ექიმი ფანჯრიდან გადავარდა
 

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X