13:40 | 2020-06-11 ავტორი: Prime Time

რას ამბობს დედა, რომელმაც სიღნაღში ახალშობილი პარკში გახვეული მიატოვა – Exclusive

რას ამბობს დედა, რომელმაც სიღნაღში ახალშობილი პარკში გახვეული მიატოვა – Exclusive

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დედამ ახალშობილი ბავშვი გზაზე, პარკში გახვეული მიატოვა.

 

როგორც ადგილობრივებმა „პრაიმტაიმის“ ჟურნალისტს განუიცხადეს, ჩვილი გზაზე პოლიციამ იპოვა.

 

„ბავშვი ცოცხალი იყო და თვითონ პოლიციამ გადაიყვანა საავადმყოფოში“, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

 

მისი ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბავშვის დედის ვინაობა მალევე დაადგინეს.

 

Exclusive: ძალიან მინდა დედა დავიბრუნო! - სამშობიაროდან 500 მანეთად გაყიდული გოგო დედას ეძებს
2020-06-10Exclusive: ძალიან მინდა დედა დავიბრუნო! - სამშობიაროდან 500 მანეთად გაყიდული გოგო დედას ეძებს

 

აღმოჩნდა, რომ ქალი თბილისში მიემგზავრებოდა, თუმცა პოლიციამ ისიც ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანა.

 

„მეგონა ბავშვი გარდაცვლილი იყო და იმიტომ დავტოვე ქუჩაშიო – უთქვამს“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ ადგილობრივი.

 

შსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მიტოვებას გულისხმობს.

 

სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები