
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე სასულიერო პირზე, რომელსაც პედოფილიაში და მამათმავლობაში ადანაშაულებენ პირველ განმარტებას აკეთებს.
სოციალურ ქსელში ვრცელდება საბუთი, რომლის მიხედვითაც 2016 წლის 3 აპრილს მიტროპოლიტმა იობმა, ბერმონაზონი იაკომე (ლევან ლუკას ძე ჯალაღონია) აღკვეცა დიდ სქემაში და სახელად იოანე უწოდა.
დოკუმენტის ნამდვილობას ადასტურებს მამა ანდრია ჯაღმაიძეც, თუმცა ამბობს, რომ ლევან ლუკას ძე ჯალაღონიას მღვდლად ხელდასხმა არ მომხდარა.
„ეს არის აღკვეცა სქემაში და არა მღვდლად ხელდასხმა. დღეს ის არ ეკუთვნის რუის-ურბნისის ეპარქიას, წამოსულია იქიდან და არც ერთ ეპარქიაში არ ირიცხება. შემოვოდა საჩივრები, რომ ის ასრულებს წესებს, რისი უფლებაც მას არასდროს ჰქონია. მოგვაწოდეს მამხილებელი ვიზუალური მასალაც“, – აღნიშნავს ჯაღმაიძე.
გავრცელებული ინფორმაციით, იოანე ჯალაღონია არასრულწლოვანს პირადი ფოტოების გასაჯაროებით ემუქრებოდა და აშანტაჟებდა.