15:47 | 2020-08-16 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

როგორია შუახნის მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც აჭარაში სცემეს და დააყაჩაღეს

როგორია შუახნის მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც აჭარაში სცემეს და დააყაჩაღეს

შუახევის ჰოსპიტალში პაციენტის შეყვანის ფაქტი დაადასტურა მორიგე ექიმმა, ირაკლი სურმანიძემ. მისი თქმით, ნაცემი კაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

აჭარაში კაცს, რომელიც პენსიებს არიგებდა, თავს დაესხნენ
2020-08-16აჭარაში კაცს, რომელიც პენსიებს არიგებდა, თავს დაესხნენ

 

„შემოიყვანეს ნაცემი პაციენტი. ამჟამად, მისი მდგომარეობა სტაბილურია. მოტეხილობები არ აღენიშნება. აქვს ზედაპირული დაზიანებები. რჩება ექიმების დაკვირვების ქვეშ კლინიკაში“, – ამბობს ექიმი.

 

შეგახსენებთ, კაცს, რომელიც შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლები პენსიას არიგებდა, ორი ნიღბიანი დაესხა თავს, რომლებმაც სასტიკად სცემეს და გაძარცვეს.

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები