22:08 | 2021-05-25 ავტორი: Prime Time

რას ამბობდა გიორგი ფხაკაძე 2020 წლის 4 დეკემბერს – „ეს არ არის წინასწარმეტყველება, ეს არის მეცნიერება“

რას ამბობდა გიორგი ფხაკაძე 2020 წლის 4 დეკემბერს – „ეს არ არის წინასწარმეტყველება, ეს არის მეცნიერება“

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე, ამბობს, რომ 2023 წელი იქნება პანდემიის დამთავრების წელი.

 


გიორგი ფხაკაძე ასახელებს დროს, როდის დასრულდება „ვუჰანური“ ვირუსი საქართველოში
2021-05-25გიორგი ფხაკაძე ასახელებს დროს, როდის დასრულდება „ვუჰანური“ ვირუსი საქართველოში

 

„მე დეკემბერში ვთქვი, რომ მესამე ტალღა იქნებოდა აპრილში, მაისის მესამე კვირას კი ყველაფერი გამოსწორდებოდა და საწოლები იქნებოდა თავისუფალი. ახლა თქვით, რომ გიორგი ფხაკაძე არის ლელა კაკულია. 4 დეკემბერს ვთქვი და ახლა წინასწარმეტყველების მედალი უნდა მოვითხოვო. მაგრამ ეს არ არის წინასწარმეტყველება, ეს არის მეცნიერება“, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.

 

„მე ვფიქრობ, მჯერა, 2023 წელი იქნება პანდემიის დამთავრების წელი. წელიწადნახევარი მოვითმინეთ, 6-8 თვეც მოვითმინოთ, წესები დავიცვათ და ყველაფერი იქნება კარგად.

 

საბოლოოდ ეს ვირუსი სეზონური გრიპის სახეს მიიღებს და სიცივეში უფრო აქტიური იქნება, ზაფხულში კი სუფთა ჰაერზე ძალას დაკარგავს. მოვემზადოთ” – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time


X