fbpx
00:57 | 2020-06-02 ავტორი: Prime Time

რას აკეთებთ თქვენ ყველა? ეს მე ძმას არ დამიბრუნებს! – ფლოიდის ძმების ემოციური მიმართვა აქციის მონაწილეებს (ვიდეო)

რას აკეთებთ თქვენ ყველა? ეს მე ძმას არ დამიბრუნებს! – ფლოიდის ძმების ემოციური მიმართვა აქციის მონაწილეებს (ვიდეო)

ჯორჯ ფლოიდის ძმებმა საპროტესტო აქციების მონაწილეებს ემოციური სიტყვით მიმართეს. ტერენს ფლოიდი აცხადებს, რომ არეულობის მოწყობის ნაცვლად, ისინი მშვიდად უნდა მოიქცნენ.

 

„მივმართავ მათ, ვინც არეულობას თესავს: რას აკეთებთ თქვენ ყველა? ეს მე ძმას არ დამიბრუნებს!“

– ტერენს ფლოიდი

 

მონაწილეებს მეორე ძმამ, როდნი პეგუმაც მიმართა:

 

ისევე გთხოვთ დამშვიდდეთ, როგორც ჩემი ძმა გთხოვდათ ამ ყველაფერს რომ ხედავდეს. მშვიდობა. მშვიდობიანი პროტესტი – ეს საუკეთესო ვარიანტია, რითაც სამართლიანობის მიღწევას შევძლებთ!

 

ამერიკის ქალაქებს საპროტესტო ტალღა მას შემდეგ მოედო, რაც აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი პოლიციელებს დაკავებისას უხეში მოპყრობის დროს შემოაკვდათ.

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X