19:17 | 2020-03-13 ავტორი: Prime Time

რას აკეთებს კრემლი ვირუსებისგან პუტინის დასაცავად

რას აკეთებს კრემლი ვირუსებისგან პუტინის დასაცავად

კრემლი აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ პრეზიდენტი სეზონური გრიპების და სხვა დაავადებებისგან დაიცვას, – ამის შესახებ ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

 

ასე უპასუხა მან ჟურნალისტების კითხვას, მიიღებენ თუ არა დამატებით ზომას რუსეთის ლიდერის დასაცავად, მას შემდეგ რაც ის იმყოფებოდა სახელმწიფო დუმაში. ამ სხდომაზე იმყოფებოდა ასევე დეპუტატი სერგეი კარასონოვი, რომელმაც კარანტინის რეჟიმი დაარღვია.

 

„საპრეზიდენტო მედიცინა – ეს ცალკეული განზომილებაა, რომელიც მუდმივია. ეს არ არის დაკავშირებული რაიმე ეპიდემიურ სიტუაციასთან. ამიტომ ყველაფერი რაც საჭიროა პრეზიდენტის დასაცავად, კეთდება“, – განაცხადა პესკოვმა. გარდა ამისა, კრემლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტს კონტაქტი დეპუტატთან არ ჰქონია.

 

აღსანიშნავია, რომ პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრის შემდეგ მათ სთხოვა, რომ არ დაესწრონ იმ ღონისძიებებს სადაც პრეზიდენტი იქნება, თუ მათ ექნებათ სიმპტომები არამხოლოდ კორონავირუსის, არამედ სხვა დაავადებებზეც.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები