13:07 | 2021-09-16 ავტორი:

რამე ცუდი არსებობს ამ ქვეყანაზე ყველაფრის საფუძველი და საძირკველი ხართ თქვენ – კახა კალაძე ჟურნალისტებს მიმართავს

რამე ცუდი არსებობს ამ ქვეყანაზე ყველაფრის საფუძველი და  საძირკველი ხართ თქვენ – კახა კალაძე ჟურნალისტებს მიმართავს

“რამე ცუდი არსებობს ამ ქვეყანაზე ყველაფრის საფუძველი და  საძირკველი ხართ თქვენ”,- ამ სიტყვებით მიმართა თბილისის მერმა და მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს, რომლებმა ქარელში კოლეგის დაშავებისა და ინციდენტის შესახებ ჰკითხეს.

 

კალაძის თქმით, ჟურნალისტები მოძალადეები არიან.

 

“დაამძიმეთ, უფრო საინტერესოა, არასერიოზულად იქცევით, ბიჭი მიდიოდა უკან-უკან, თქვენ მაჩვენეთ კადრი, იმდენ სისულელეს საუბრობთ, ერთმანეთს ეჯიბრებით, როცა ეუბნებიან გადი, არ ვიძლევი უნდა მიხვდე და გახვიდე, თქვენ ძალადობთ, თქვენ ხართ მოძალადეები, მე თუ გეტყვით რომ არ მაქვს სურვილი, რომ მოგცეთ ინტერვიუ, უნდა გაჩერდეთ რატომ უნდა იძალადოთ ჩემზე ფსიქოლოგიურად. თქვენ ხართ პირველები, ვინც ქვეყანაში აღვივებთ შუღლს, ძალადობას, თუ რამე ცუდი არსებობს ამ ქვეყანაზე ყველაფრის საფუძველი და  საძირკველი ხართ თქვენ”, – ამბობს კალაძე.

 

ცნობისთვის, ინციდენტი მოხდა გუშინ ქარელში, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები “მთავარი არხის” ოპერატორსა და ჟურნალისტს დაუპირისპირდნენ. “მთავარი არხის” ჟურნალისტის ინფორმაციით, ოპერატორი “ქართული ოცნების” ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს. დაშავებული ლევან აბლოთია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა, მან საავადმყოფო დღეს დილით დატოვა.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი:

X

error: Content is protected !!