12:32 | 2021-05-20 ავტორი: Prime Time

რამდენჯერ უნდა “წაიტეხოთ” ცხვირი ჩემს გამონათქვამებზე… ამას მარტში ვამბობდი – გიორგი ფხაკაძე

რამდენჯერ უნდა “წაიტეხოთ” ცხვირი ჩემს გამონათქვამებზე… ამას მარტში ვამბობდი – გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზასთან დაკავშირებით მორიგ განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ ამის შესახებ მარტში საუბრობდა.

 

„კოვიდვაქცინის მე-3 დოზა 6 თვის შემდეგ რომ არის საჭირო, ამას ვამბობდი 2020 წლის სექტემბერში. ეს იყო დაფუძნებული მაშინდელი თეორიული პირველადი კვლევების მონაცემებზე. 2021 წლის იანვარში უკვე ღიად ვსაუბრობდი, რომ თეორიული მონაცემები ემთხვევა კლინიკურ კვლევებს და 2021 წლის მარტში უკვე საჯაროდ ვთქვი, რომ კოვიდის ვაქცინის მე-3 დოზა იქნებოდა საჭირო. გადახედეთ ქვემოთ მოცემულ წყაროებს, რასაც ვამბობდი ჯერ კიდევ სექტემბერში, ახლა უკვე პრაქტიკაშია.

 

მესმის, რომ ბევრს არ მოსწონს ჩემი დამოუკიდებლობა, ბევრს აღიზიანებს ჩემი აკადემიური წოდებები და ზოგისთვის მიუღებელია (რატომ, არ ვიცი), რომ ვარ აღიარებული გაეროს, ევროკავშირის, აზიის განვითარების ბანკის, შეერთებული შტატების და სხვა უამრავი ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო ექსპერტად საზოგადოებრივ ჯანდაცვაში.

 

გაწვდით ინფორმაციას უანგაროდ, თქვენგან არაფერს ვითხოვ, გეხმარებით და წინასწარ გაფრთხილებთ სუფთა აკადემიური/ექსპერტული კუთხით.

 

რას ვიღებ სანაცვლოდ… ჩემზე უკეთესად ხედავთ.

არ მწყინს უაზრო/არაკომპეტენტური კომენტარების, არ ცოდნა არცოდვაა

რამდენჯერ უნდა “წაიტეხოთ” ცხვირი ჩემს გამონათქვამებზე.

ისწავლეთ, წაიკითხეთ, მოუსმინეთ თქვენზე გამოცდილებს და თუ რაიმე არ იცით ან ვერ გებულობთ, შემეკითხეთ“, წერს გიორგი ფხაკაძე.

ავტორი: Prime Time


X