00:47 | 2021-06-03 ავტორი: თამარ ბუჩუკური

რამდენით დაგიფინანსდებათ შვილებისთვის სამედიცინო მომსახურება – გაეცანით ვაუჩერიზაციის წესებს

რამდენით დაგიფინანსდებათ შვილებისთვის სამედიცინო მომსახურება – გაეცანით ვაუჩერიზაციის წესებს

ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მიუხედავად კატეგორიებისა, სახელმწიფოსგან 100%-ით ანაზღაურდება გარკვეული მიმართულებები.

 

მიზნობრივ ჯგუფებში შემავალი ბავშვებისა და მოზარდების გადაუდებელი სტაციონალური სერვისი, ახალშობილი ბავშვების გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება და ამ ასაკში დაწყებული შემთხვევები.

 

როგორ ფინანსდება ბავშვების გეგმური ქირურგია 0-დან 6 წლამდე ბავშვებში, სადაც გეგმური ქირურგიული ოპერაციების წლიური ლიმიტია 15 ათასი ლარი.

 

ონკოქირურგიულ და კარდიოქირურგიულ ოპერაციებს სახელმწიფო 100-ით ფარავს. სხვა ქირურგიული ოპერაციები პროგრამით ასანაზღაურებელი თანხის 80%-ით ფინანსდება.

 

6-დან 18 წლამდე პირები (ლიმიტი 15 ათასი ლარი)

 

ონკოქირურგიული და კარდიოქირურგიული ოპერაციები 100%-ით სახელმწიფოს მიერ ანაზღაურდება. სხვა ქირურგიული ოპერაციების ხარჯები 70%-ით იფარება.

 

ახლა ბავშვთა ონკოლოგიურ დაავადებათა არაქირურგიული მკურნალობის ანაზღაურების სისტემა, რომელიც ასევე საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამითაა გათვალისწინებული:

 

ქიმიოთერაპიას, ჰორმონოთერაპიასა და სხივურ თერაპიას ყველა ბავშვს 100%-ით სახელმწიფო უფინანსებს.

 

ონკოლოგიურ დაავადებათა არაქირურგიული მკურნალობის წლიური ლიმიტი 0-დან 6 წლამდე ბავშვებისთვის 23 ათასი ლარია.

 

ონკოლოგიურ დაავადებათა არაქირურგიული მკურნალობის წლიური ლიმიტი 6-დან 18 წლამდე ბავშვებისთვის 20 ათასი ლარია.

ავტორი: თამარ ბუჩუკური


X