09:55 | 2020-05-09 ავტორი: Prime Time

რამდენიმე თვეში ვიხილავთ მორიგ ჯერზე გამოძევებულ სააკაშვილს – ღარიბაშვილი

რამდენიმე თვეში ვიხილავთ მორიგ ჯერზე გამოძევებულ სააკაშვილს – ღარიბაშვილი

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში თანამდებობაზე დანიშვნას გამოეხმაურა.

 

ღარიბაშვილი ვარაუდობს, რომ უახლეს ხანში სააკაშვილს კვლავ გააძევებენ უკრაინიდან.

 

„ჩვენ ვიხილეთ სამარცხვინო კადრები ყოფილი პრეზიდნეტის, რომელმაც დათმო საქართველოს მოქალქეობა. მსოფლიოს ისტორიას არ ახსოვს მსგავსი ფაქტი. ადამიანი, რომელიც 9 წელი იყო პრეზიდენტი, უარი თქვა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე.

 

გახდა შემდეგ გუბერნატორი და ვნახეთ, როგორ სამარცხვინოდ, თმების თრევით გააძევეს უკრაინიდან.

 

მე ვფიქრობ, ეს არის რეინკარნაციის მორიგი მცდელობა მისი მხრიდან.

 

ვფიქრობ, რამდნემე თვეში ჩვენ ვიხილავთ მორიგ ჯერზე გამოძევებულ სააკაშვილს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

ამ თემას დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი გახარიაც გამოეხმაურა და განმარტა თუ რატომ იწვევს საქართველო უკრაინიდან საკუთარ ელჩს ↓↓↓

 

ელჩს ვიწვევთ, რათა ავანტურისტებმა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენონ საქართველო-უკრაინის ურთიერთობები – გიორგი გახარია 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X