16:42 | 2020-03-20 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ამირან გამყრელიძე: დიდი მადლობა გიორგი ვაშაძეს შემოთავაზებისთვის, მეგონა ტესტებს გვაჩუქებდა

„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის შეთავაზებას, რომ ჯანდაცვის სამინისტროს დაეხმარება იმ კომპანიებთან დაკავშირებაში, რომლებიც სწრაფ ტესტებს აწარმოებენ, დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ასე პასუხობს:

„დიდი მადლობა ბატონ გიორგის ამ შემოთავაზებისთვის, მე მეგონა შემოგვთავაზებდა, რომ ტესტებს გვაჩუქებდა და ძალიან დიდ მადლობას გადავუხდიდი“

 

ამასთან, როგორც ამირან გამყრელიძემ თქვა, რამოდენიმე ადამიანმა უკვე შესწირა ტესტები და ფულადი სახსრები დაავადებათა კონტროლის ცენტრს.

 

„გვარს არ დავასახელებ, რამდინიმე ადამიანმა შესწირა, გადმოგვცა ტესტიც და ასევე, სხვათა შორის, ფულადი სახსრებითაც დაეხმარა დაავადებათა კონტროლის ცენტრს. რა თქმა უნდა, როცა ჩვენ მოვრჩებით და ეპიდემია ჩაქრება ქვეყანაში, ყველა მათგანს მადლობას სათითაოდ გადავუხდით. დაკავშირება მომწოდებლებთან ნამდვილად არ გვჭირდება იმიტომ, რომ ყოველდღიურად ჩვენთან შემოდის საშუალოდ ათი კომპანიიდან მაინც შემოთავაზება ტესტების მოწოდებასთან დაკავშირებით და ლუგარის ცენტრის პერსონალი აანალიზებს მონაცემებს და გადაცემული აქვს სამინისტროს, რადგან სამინისტრო აპირებს ცენტრალიზებულად მთელი რიგი ტესტების შეძენას.

 

ასევე, პირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩინეთთან, კორეასთან რათა გარკვეული რაოდენობა გადმოგვცენ. იცით, რომ გასულ კვირას ჩინეთმა ძალიან სერიოზული აპარატურა გვაჩუქა დონაციის საშუალებით და მომავალ კვირაში ათას ტესტს გადმოგვცემს. ეს მუშაობა სერიოზულად მიმდინარეობს და ბატონ გიორგის მადლობა ამ ინფორმაციისთვის, ინფორმაცია ძალიან ბევრი გვაქვს, თუ მას შეუძლია დაგვეხმაროს და ტესტები ჰუმანიტარული წესით გადასცეს ქვეყანას, ამაზე მხოლოდ მადლობელი ვიქნებით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

⭕Live: ბრიფინგი კანცელარიაში

⭕Live: ბრიფინგი კანცელარიაში

Gepostet von Prime Time am Freitag, 20. März 2020

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X