16:54 | 2021-10-15 ავტორი: Prime Time

რამდენი სკოლა გადავიდა 10 დღეში ონლაინ სწავლაზე კორონავირუსის გამო

რამდენი სკოლა გადავიდა 10 დღეში ონლაინ სწავლაზე კორონავირუსის გამო

უკვე 10 დღეა საქართველოში სკოლები გაიხსნა, თუმცა კორონავირსის გავრცელების გამო რეგიონებსა და ქალაქში რიგი სკოლები და ბაღები კვლავ იხურება.

 

2021-10-15"ერთხელ მაინც ეთქვა, გვიყვარს ერთმანეთი და ეს გოგოცუნა დიდი სიყვარულის ნაყოფიაო..." - ელის მარიას გარშემო ინტერესი არ ცხრება

 

როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე ამბობს, საქართველოში ამ დროისთვის 108 საჯარო სკოლა არის გადასული ონლაინ სწავლებაზე.  ამასთან, წერტილოვნი შეზღუდვები იმ საკლასო ოთახებში, სადაც კოვიდინფექციის გავრცელების იდენტიფიცირება მოხდა.

 

„დინამიკაში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი იმატებს. განაცხადები განათლების სამინისტროში ყოველდღიურად შემოდის სკოლებიდან დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის, თუმცა კონკრეტულად სკოლა გადავიდეს თუ მხოლოდ საკლასო ოთახი დისტანციურ სწავლებაზე, ამას ადგილობრივი ჯანდაცვის სამსახური წყვეტს.

 

ინფიცირებულთა რაოდეონობაზე ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. ხაზი მინდა გავუსვა, რომ აქ არის საუბარი მხოლოდ მოსწავლეზე და მასწავლებელზე. აქ შეიძლება იყოს მათი ოჯახის წევრები,”- განაცხადა “დღის კურიერში” საუბრისას ეკატერინე დგებუაძემ.

 

მინისტრის მოადგილის თქმით, დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით არსებული საჯარო სკოლების პერსონალის 69%-ია აცრილი, თუმცა აცხადებს, რომ ეს საკმარისი არ არის, რადგან განათლების სამინისტროში შიშობენ, რომ ინფიცირების მაჩვენებელი მზარდია და უფრო მოიმატებს.

 

ნახეთ სხვა ყველაზე კითხვადი სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X