15:36 | 2021-11-25 ავტორი: Prime Time

რამდენი ლარის გადახდა მოგიწევთ მართვის მოწმობის ასაღებად

რამდენი ლარის გადახდა მოგიწევთ მართვის მოწმობის ასაღებად

მართვის მოწმობის ასაღები თითო გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარების საფასური, 90 ლარი იქნება – ამის შესახებ მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე იმედა მაკასარაშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, უცვლელი რჩება თეორიის გამოცდის ჩაბარების ღირებულება და ის კვლავ 40 ლარი იქნება.

 

ასევე ნახეთ: ამბობენ, როცა სურათში ფერადი წრე ან ლაქა ჩანს, ამ დროს შენი ანგელოზია სიახლოვეს – რა ფოტოებს აქვეყნებს ნანუკა გოგიჩაიშვილი

 

„დახურული მოედნისთვის და თეორიული გამოცდისთვის საფასური არ იცვლება. კანდიდატი თეორიული გამოცდის ჩაბარების შემდეგ შეძლებს ხუთ უფასო გასვლას დახურულ მოედანზე და ამ კუთხით შეზღუდვა არ ექნება იმ საფასურში, რასაც დღეს იხდის. ხოლო, ქალაქის პირობებში, საფასური იცვლება და როგორც კანონში არის მითითებული, B და BE კატეგორიისთვის საფასური შეადგენს 90 ლარს ერთჯერადად გასვლაზე“, – განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ იმედა მაკასარაშვილმა.

 

ცნობისთვის, კანონპროექტი მესამე მოსმენით უკვე მიღებულია. ახლად დამტკიცებული რეგულაციებით კი, მართვის მოწმობის გამოცდა რეალურ მოძრაობაში B და BE კატეგორიებისთვის 2022 წლის 25 აპრილიდან იქნება სავალდებულო.

 

ასევე ნახეთ: მკვლელობაში ეჭვმიტანილი 18 წლის მოზარდის რეაქცია, როდესაც უდანაშაულოდ ცნეს

 

 

ნახეთ სახვა სიახლეები და ვიდეოები:

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X