10:48 | 2021-07-28 ავტორი: Prime Time

რამდენი გამოუყენებელი ვაქცინაა ამ დროისთვის ქვეყანაში – ნახეთ სახეობების მიხედვით

რამდენი გამოუყენებელი ვაქცინაა ამ დროისთვის ქვეყანაში – ნახეთ სახეობების მიხედვით

Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე რეგისტრაციისთვის ვებგვერდ booking.moh.gov.ge-ზე ფაიზერის დამატებითი დოზები აისახა. ამ დროისთვის საიტზე ვაქცინის 554 დოზაა დარჩენილი.

 


ცნობისთვის საქართველომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზა ამერიკის შეერთებული შტატებისგან 24 ივლისს მიიღო.

 

რეგისტრაციის დაწყებიდან ერთ საათში ვაქცინაზე 100 000 ადამიანზე მეტი დარეგისტრირდა. მეორე დღეს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ 5000-მდე ადამიანს ჯავშანი სხვადასხვა მიზეზის გამო გაუუქმდა, ეს ადგილები კი ახალი მომხმარებლისთვის გათავისუფლდებოდა.

 

ამ დროისთვის ქვეყანაში, COVID-19-ის ოთხი განსხვავებული ვაქცინაა. ასტრა ზენეკას- 19 294, სინოფარმის – 108 002 და სინოვაკის -90 690 დოზა.

 

ავტორი: Prime Time


X

error: Content is protected !!