20:33 | 2021-07-13 ავტორი: Prime Time

რამდენად საშიშია და რა ვიცით „გიიენ-ბარეს“ სინდრომის შესახებ (მიმოხილვა)

რამდენად საშიშია და რა ვიცით „გიიენ-ბარეს“ სინდრომის შესახებ (მიმოხილვა)

საერთაშორისო ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ჯონსონი და ჯონსონის“ ვაქცინას აქვს პრობლემები და ეს ამერიკის წამლის სააგენტომ ოფიციალური განცხადებით უკვე დაადასტურა.

 

„სამწუხაროდ, გვერდითი მოვლენა/ გართულება აჩვენა ამ კონკრეტულმა ვაქცინამ. Guillain-Barré სინდრომზე არის საუბარი. სამედიცინო პირბადე ხალხმრავლობაში +ეფექტური ვაქცინაცია. ყოველთვის უნდა ვთქვათ სიმართლე როგორი მწარე არ უნდა იყოს ის“,- ამბობს გიორგი ფხაკაძე.

 

ამასთან პროფესორმა გამოაქვეყნა უცხოური სამედიცინო წყაროების ბმულები, სადაც შესაძლებელია დეტალურად გავეცნოთ, რა არის „გიიენ-ბარეს“ სინდრომი

 

 

Johnson & Johnson-ის ვაქცინა და გიიენ-ბარეს სინდრომი

 

 

აშშ-ს წამლისა და სურსათის ადმინისტრაციამ (FDA) გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ Johnson & Johnson-ის კორონავირუსის ვაქცინამ, შესაძლოა, გიიენ-ბარეს სინდრომის განვითარების რისკი მცირედად გაზარდოს.

 

განცხადება აშშ-ს წამლისა და სურსათის ადმინისტრაციამ მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც კვლევის წინასწარმა შედეგებმა აჩვენა, რომ J&J-ით იმუნიზირებულ ადამიანებში ვაქცინის პირველი დოზის მიღებიდან 42 დღის შემდეგ, 100 ადამიანს გიიენ-ბარეს სინდრომი განუვითარდა.



შეწუხებული სახეები სახლში დატოვეთ! კოვიდის მე-4 ტალღა დაიწყო - გიორგი ფხაკაძე
2021-07-13შეწუხებული სახეები სახლში დატოვეთ! კოვიდის მე-4 ტალღა დაიწყო - გიორგი ფხაკაძე

 

აშშ-ს დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, გამოვლენილი 100 ადამიანიდან უმეტესობას 50 წელს გადაცილებული მამაკაცები წარმოადგნენდნენ, რომელთაც სინდრომი იმუნიზაციიდან 2 კვირის შემდეგ განუვითარდათ.

 

 

მეცნიერების ნაწილი, რომლებიც FDA-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გაეცნენ, აცხადებენ, რომ Johnson & Johnson-ის ვაქცინის მიმღებთა შორის გიიენ-ბარეს სინდრომის განვითარების შანსი 4-5-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ამერიკის მთლიან პოპულაციაში.

 

 

რეგულატორმა შესაბამისი გაფრთხილება ვაქცინის შესახებ არსებულ ინფორმაციას დაურთო, რათა პაციენტებისთვისა და J&J-ის პროვაიდერებისთვის ხელმისაწვდომი იყოს.

 

 

„თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არსებული მტკიცებულები ვაქცინასა და სინდრომს შორის მიზეზობრივი კავშირის დასადგენად საკმარისი მაინც არაა. ამ საკითხზე მოკვლევა გრძელდება“,- აღნიშნულია FDA-ის განცხადებაში.

 

 

FDA-მ ასევე აღნიშნა, რომ Johnson & Johnson-ის ვაქცინიდან მიღებული სარგებელი, მის გვერდით მოვლენებს ბევრად აღემატება.

 

 

J&J-ი  აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხზე FDA-სთან და სხვა ჯანდაცვის ორგანოებთან აქტიურად თანამშომლობენ.

 

 

|რა არის გიიენ-ბარეს სინდრომი

 

 

გიიენ-ბარეს სინდრომი იშვიათი პათოლოგიაა, რომლის დროსაც ორგანიზმის იმუნური სისტევა  ნერვებს უტევს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, გიიენ-ბარეს სინდრომის დროს იმუნური სისტემა, რომელიც ნორმაში ყოფნის დროს მხოლოდ „უცხოს“ უნდა უტევდეს,  თავისივე ორგანიზმის ნერვებს აზიანებს.

მგონი დროა ვიმოქმედოთ! - ბიძინა კულუმბეგოვი მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
2021-07-13მგონი დროა ვიმოქმედოთ! - ბიძინა კულუმბეგოვი მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

 

 

გიიენ-ბარეს  სინდრომის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა მას ხშირად წინ  ინფექციური დაავადება, მაგალითად რესპირატორული ინფექცია ან საჭმლის მომნელებელი სისტემის ვირუსული ინფექცია უსწრებს.

 

 

სინდრომი კიდურებში სისუსტეს იწვევს და საბოლოო ჯამში,შესაძლოა, სხეულის სრული პარალიზებაც გამოიწვიოს.

 

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ამერიკაში  ყოველწლიურად გიიენ-ბარეს სინდრომის 3,000- 6,000 შემთხვევა ვლინდება. უმეტესობა მათგანი 50 წელს გადაცილებულია.

 

წაიკითხეთ სრულად „პრაიმტაიმნიუსზე“

ავტორი: Prime Time

X