fbpx
16:48 | 2021-01-12 ავტორი: Prime Time

რამდენად გაყიდა ბიძინა ივანიშვილმა ფერწერული ტილოები – „ფული საქველმოქმედო ფონდს გადაეცა“

რამდენად გაყიდა ბიძინა ივანიშვილმა ფერწერული ტილოები – „ფული საქველმოქმედო ფონდს გადაეცა“

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ განაცხადა, რომ მისი კაპიტალის უდიდეს ნაწილს საქველმოქმედო ფონდს გადასცემს. entrepreneur-მა გამოაქვეყნა იმ ქონების ჩამონათვალი, რომელიც საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა უკვე გადასცა საქველმოქმედო ფონდს, ნაწილი კი ამჟამად გადაცემის პროცესშია.

 

გამოცემასთან საუბრისას, სხვა საკითხებთან ერთად ბიძინა ივანიშვილმა გაამხილა, თუ რა ბედი ეწევა მრავალმილიონიანი ფერწერული ტილოების კოლექციას. ირკვევა, რომ ხელოვნების ამ ნიმუშების ნაწილი მილიადერმა უკვე გაყიდა, ფული კი ასევე საქველმოქმედო ფონდს გადასცა.

 

კოლექციის დარჩენილი ნაწილის რეალიზაციიდან შემოსულ თანხაც ფონდში მიიმართება – ამბობს ივანიშვილი.

 

„…იგივე ბედი ეწევა ფერწერული ტილოების კოლექციას, რომელიც ასევე ამ ნარჩენი კაპიტალის ნაწილია. კოლექციის ერთი ნაწილი უკვე გაიყიდა, ფული კი ფონდში მიიმართა. როდესაც დანარჩენი ნახატების რეალიზაცია მოხდება, სახსრები ასევე საქველმოქმედო ფონდს გადაეცემა. თუმცა, არ არის გამორიცხული, მათ რეალიზაციას არ დაველოდოთ და ნაწილი ნამუშევრების სახით გადავცეთ ფონდს“, – ამბობს ივანიშვილი.

 

კითხვაზე – რას იწონის დღეს ბიძინა ივანიშვილი, რა ფინანსურ რესურსს იტოვებს ის და მისი ოჯახი პირადი მოხმარებისთვის ამ მილიარდნახევრიდან? – ექსპრემიერი პასუხობს:

 

„ეს მილიარდნახევარი დოლარი სრულად მოხმარდება ქველმოქმედებას. სწორედ ეს პროცესი დაიწყო გასული წლის 30-31 დეკემბერს, როდესაც თქვენს მიერ დასახელებული აქტივები გადავიდა ფონდის განკარგულებაში და ეს პროცესი ეტაპ-ეტაპ შეუქცევადად გაგრძელდება. ჩემი და ჩემი მეუღლის განკარგულებაში რჩება 200 მილიონი დოლარი, რომელიც ამ მილიარდნახევარის მიღმა თავისუფალი სახსრების სახით არსებობდა. შვილებს ვუტოვებ იმდენს, რომ მათ არ დაკარგონ ახლის შექმნის, საკუთარი თავის სრულად რეალიზებისა და განვითარების მოტივაცია, რაშიც დივიდენდების იმედად ცხოვრება, შესაძლოა, ხელისშემშლელიც კი ყოფილიყო“, – განმარტავს ბიძინა ივანიშვილმა.

 

საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი ინტერვიუში არ აკონკრეტებს, რამდენად გაყიდა მსოფლიო ხელოვნების ნომუშებად აღიარებული ფერწერული ტილოები, თუმცა რამდენიმე ნამუშევრის გაყიდვის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2017 წელს „ფორბსის“ ფურცლებზე მოხდა.

 

მაშინ, გამოცემა საქართველოს ექსპრემიერის მიერ თავისი კოლექციიდან ჯამში 112 მილიონ დოლარად სამი ნახატის გაყიდვაზე იტყობინებოდა.

 

გავლენიანი ჟურნალის რუსული რედაქციის ცნობით, Christie’s-ის აუქციონებზე მილიარდერი ქართველის საკუთრებაში მყოფი 4 ნახატი იყო გატანილი.

 

ბიზნესმენი შეელია დე კუნინგის ერთ-ერთ თავის საყვარელ ნამუშევარს, რომელიც 66,3 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

 

 

Forbes-ის ცნობით, ნოემბერშივე   Christie’s -ის აუქციონზე, როკფელერ ცენტრში $18,4 მილიონად  გაიყიდა პაბლო პიკასოს “ადამიანი მილით”, რომელიც ამშვენებდა თბილისში ივანიშვილის ბიზნეს ცენტრის საბილიარდოს.

 

 

კიდევ ორი ნამუშევარი ლონდონში Christie’s-ის აუქციონზე ივნისში გაიტანეს. ამ აუქციონზე მთავარი შედევრი იყო ლუსიენ ფრეიდის ნამუშევარი “იბი და მისი მეუღლე”, $24 მილიონად, ამ სურათის ბედი უცნობია.

 

თუმცა, ამავე აუქციონზე  ივანიშვილმა მომგებიანად გაასხვისა ფრენსის ბეკონის ერთ-ერთი ნამუშევარი “მწოლიარე ფიგურა საინექციო შპრიცით, ვერსია № 2”. ნამუშევარი 27,1 მილიონად გაიყიდა.

 

 

უცნობია, რა ბედი ეწეია ივანიშვილის საკუთრებაში არსებულ ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ტილოს – პაბლო პიკასოს “დორა მაარი კატასთან ერთად”. ივანიშვილმა ეს ნახატი 2006 წელს 95,2 მლნ აშშ დოლარად იყიდა.

 

ავტორი: Prime Time
X