10:12 | 2020-04-21 ავტორი: თეონა ყაჭიური

რამდენ მეტრზე ვრცელდება კორონავირუსის წვეთები საუბრის, სიარულის და სირბილის დროს

რამდენ მეტრზე ვრცელდება კორონავირუსის წვეთები საუბრის, სიარულის და სირბილის დროს

ექიმი-პედიატრი, ქეთი ლობჟანიძე იმის შესახებ საუბრობს, თუ რამდენ მეტრზე შეუძლია კორონავირუსის წვეთებს გავრცელება, როდესაც ჩვენ გარეთ დავდივართ. ამის შესახებ მან „ფორმულას“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

 

როგორც პედიატრი აღნიშნავს, ვირუსი წვეთების გავრცელება საუბრის დროს 2-მეტრზე, სირბილის დროს 5-მეტრზე, ხოლო დაცემინებისას 8 მეტრზე ხდება.

 

„ეს ვირუსი არ არის არც ებოლა, არც შავი ჭირი და ზუსტად უპასუხისმგებლობის გამო ჩვენ, მოქალაქეებმა, ადამიანებმა ის მომაკვდინებელ ვირუსად ვაქციეთ.

 

კარანტინი ნიშნავს, რომ ქუჩაში ხალხი არ უნდა დადიოდეს. ვირუსის წვეთების გავრცელება საუბრის დროს 2-მეტრზე, სირბილის დროს 5-მეტრზე, ხოლო დაცემინებისას 8 მეტრზე ხდება. ანუ, ქუჩაში სეირნობის დროსაც შესაძლებელია ადამიანი დაინფიცირდეს“, – აღნიშნა პედიატრმა.

 

ამ დროისთვის საქართველოში 408 ადამიანი ინფიცირებული, აქედან გამოჯანმრთელდა 95 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 4.

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +