19:27 | 2020-06-23 ავტორი: თამთა თორდია

რამდენ ლარამდე შემოსავალს ელოდება წელს ქართული თხილის ბიზნესი

რამდენ ლარამდე შემოსავალს ელოდება წელს ქართული თხილის ბიზნესი

ქართული თხილის ბიზნესი წლევანდელ სეზონზე თხილის წლიური მოსავლის 50 000 ტონამდე გაზრდას გეგმავს, რაც ქვეყნას დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარის შემოსავალს მოუტანს, – ამის შესახებ თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი თოდუა აცხადებს.

 

იცით, როგორი თვალები აქვს ადამიანს, როცა შველას გთხოვს?! - ახალგაზრდა მაშველი კახეთიდან
2020-06-12იცით, როგორი თვალები აქვს ადამიანს, როცა შველას გთხოვს?! - ახალგაზრდა მაშველი კახეთიდან

 

„თხილის მწარმოებელთა ასოციაცია დაახლოებით 25 000 ფერმერს აერთიანებს საქართველოდან, ეს 30 000 ჰექტარზე მეტია.

 

ამ ანალიზზე დაყრდნობით სპეციალური ფორმულა არსებობს, თუ როგორ შეიძლება სავარაუდო მოსავალი დავითვალოთ. აქედან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, რომ მოსვლის ზრდა 50 000 ტონამდეა მოსალოდნელი.

 

ფერმერები უკვე მესამე წელია უვლიან საკუთარ მოსავალს, ანალიზები ხელმისაწვდომია, შესაწამლი აპარატებიც აქვთ.

 

მომდევნო თვეებში გვეშინია, რომ ამინდი არ გაუარესდეს და ქარმა თხილი არ გააფუჭოს. ამიტომ ივნის-ივლისში ბევრი საფრთხეა, მათ შორისაა ფაროსანას კუთხითაც მაგრამ, ფერმერები მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ თხილი შეწამლონ” – განმარტავს გიორგი თოდუა.

 

იგი აცხადებს, რომ წინა წლებთან შედარებით რაოდენობის გარდა თხილის ხარისხიც საგრძნობლად გაიზარდა. რაც მისი თქმით,შესაბამისად, შესაძლებელია 2020 წელს თხილის ფასზეც აისახოს.

 

„ვინც უვლის თხილის ბაღებს მათი ხარისხი ისეთია, როგორიც არასდროს ყოფილა. საქართველოში თხილი არ გამოირჩეოდა მაღალი ხარისხით, ახლა კი ვინც მოუვლის და წამლობის წესებს დაიცავს, მათ კარგი შედეგები ექნებათ. ჩვენ რაოდენობასთან ერთად ხარისხის ზრდასაც ველოდებით. შეიძლება იმის თქმა , რომ საკმაოდ კარგი ფასი იქნება თხილის მწარმოებლებისთვის.

 

წინა წელსაც არ იყო ცუდი, საშუალოდ 7, 8, 9 ლარი იყო. რთულია რამის პროგნოზირება, მაგრამ წელსაც ველოდებით, რომ კარგი ფასი იქნება. გამომდინარე იქედან, რომ თურქეთში შემცირდა რაოდენობა, მოთხოვნა და კონკურენტუნარიანობა ქართულ თხილზე გაიზრდება“, – აცხადებს თოდუა.

 

თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორი ყურადღებას ფარსონასთან ბრძოლით მიღებულ ეფექტურ შედეგზე ამახვილებს.

 

„ჩვენ გვაქვს ექვსჯერადი წამლობა, ფაქტობრივად, ექვსიდან ოთხი გათვალისწინებულია ფაროსანას წინააღმდეგ, სიტუაცია კონტროლირებადია.

 

გარდა ამისა, სურსათის ეროვნული სააგენტო გარე პერიმეტრებსაც წამლავს, ასევე დაყენებულია ფერომონები, გვაქვს ყველანაირი ინფორმაცია. ეს ფერმერებმა იციან, თუმცა, თუ ერთ წამლობას მაინც დააკლებ, მდგომარეობა საფრთხის შემცველი ხდება“, – განმარტა გიორგი თოდუამ.

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ზედა ეწერიდან ფერმერი, 51 წლის რობერტ თორდია ამბობს, რომ ჰექტარ ნახევარ თხილნარში წელს 2 ტონა თხილს ელოდება, ხოლო შარშან მხოლოდ 500 კილოგრამი აიღო.

 

„შარშან ფაროსანაც იყო და მეორედ ვერც მოვახერხე შეწამვლა,ამინდებიც იყო ცუდი და სულ დაფერთხა თხილი,გასულ წელს იყო უხარისხო მოსავალი.წელს შედარება არაა”,-გვითხრა მან.

 

2020 წელს საქართველოსთან შედარებით,თურქეთში თხილის მოსავალი 15%-ით ნაკლებია, ვიდრე 2019 წელს. კლების მიზეზი ძლიერი წვიმები გახდა, შედეგად მოსავლის ნაწილი განადგურდა. შემცირებულ მოსავალს ელოდებიან ასევე იტალიასა და საფრანგეთში.

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X