20:48 | 2020-03-24 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

რამდენ ლარად იყიდით დოლარს სავალუტო ჯიხურებში – ვალუტის განახლებული კურსი

ლარი დოლართან მიმართებით 21 თეთრით, ხოლო ევროსთან – 28 თეთრით გაუფასურდა.

 

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.4494 ლარი შეადგინა.

 

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2389 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.2105 ლარი შეადგინა.

 

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.7436 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4578 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.2858 ლარი შეადგინა.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X