16:39 | 2020-03-30 ავტორი: ალექსი ქამადაძე

რამდენ ხანში კვდება კორონავირუსი – ნახეთ ახალი მონაცემები ტემპერატურის მიხედვით

რამდენ ხანში კვდება კორონავირუსი – ნახეთ ახალი მონაცემები ტემპერატურის მიხედვით

COVID19-ის არსებობის ხანგრძლივობა სხვადასხვა სახის ზედაპირზე დამოკიდებულია ჰაერის ტემპერატურაზე.

 

ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ კიდევ არ შექმნილა. შესაბამისად ვირუსის შესახებ კვლევები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

 

ამჟამად ცნობილია, რომ COVID19-ის ინკუბაციის პერიოდი 2 დღიდან, 2 კვირამდე მერყეობს. ასევე ცნობილია, რომ ის ადამიანიდან ადამიანზე წვეთოვანი გზით გადადის.

 

კორონავირუსი ცოცხლობს სხვადასხვა სახის ზედაპირზე 9 დღის განმავლობაში, რის გამოც არსებობს რეკომენდაცია, რომ ზედაპირი ხშირად უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარებით.

 

კვლევებით დადგინდა, რომ Covid19 ყველაზე მეტხანს +4 გრადუსზე, დაახლოებით ორ კვირაზე მეტი დროის განმავლობაში ცოცხლობს, ხოლო +70 გრადუსზე ხუთ წუთში კვდება.

 

ახალი კვლევის თანახმად, +22 გრადუსზე Covid19 აქტივობას კვირაზე ნაკლები დროის განმავლობაში ავლენს, +37 გრადუსზე – არაუმეტეს ორი დღისა, +56 გრადუსზე კი 30 წუთში კვდება.

 

პლასტმასსა და უჟანგავ ფოლადზე ვირუსი სულ მცირე 3 დღე ცოცხლობს. მუყაოზე კორონავირუსმა 24 საათი იცოცხლა, ხოლო სპილენძზე ვირუსი 4 საათის განმავლობაში იყო აქტიური.

 

ასევე ნახეთ: Reuters: კორონავირუსი ჰაერში რამდენიმე საათი ცოცხლობს, ზედაპირზე კი რამდენიმე დღე

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები

 

 

 

 

 

 

 

 

გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს

 

 

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები