11:55 | 2021-02-18 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

რამდენ ხანში აირჩევენ ახალ მთავრობას პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ

რამდენ ხანში აირჩევენ ახალ მთავრობას პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ

კონსტიტუციის 56-ე მუხლის თანახმად, პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება უწყდება გადადგომისთანავე. პრემიერ-მინისტრის გადადგომის ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის შემთხვევაში, მთავრობა განაგრძობს მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე.

 

მხარდამჭერები ნიკა მელიას დაპატიმრების გადადებას ზეიმობენ
2021-02-18მხარდამჭერები ნიკა მელიას დაპატიმრების გადადებას ზეიმობენ

 

პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან, აგრეთვე პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან ორი კვირის ვადაში ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას.

 

მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.

 

ვიდეო: რამდენ ხანში აირჩევენ ახალ მთავრობას პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე


X