13:16 | 2020-08-28 ავტორი: სალომე ნეფარიძე

რამ გაუქვავა ამ ხალხს გული?! მოკლეს 11 წლის ბავშვი და ახლა მოსთქვამენ, ეს ვითომ შეწუხებული, მშიშარა მონები – დეკანოზი თამაზ ლომიძე

რამ გაუქვავა ამ ხალხს გული?! მოკლეს 11 წლის ბავშვი და ახლა მოსთქვამენ, ეს ვითომ შეწუხებული, მშიშარა მონები – დეკანოზი თამაზ ლომიძე

დეკანოზი თამაზ ლომიძე თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში დატრიალებულ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

როგორც დეკანოზი წერს, ახლობლებს 11 წლის ბიჭის გადარჩენა შეეძლოთ, მაგრამ გულგრილობით გაწირეს.

 

თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის მამა ადვოკატზე უარს ამბობს
2020-08-26თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის მამა ადვოკატზე უარს ამბობს

 

„რამ გაუქვავა ამ ხალხს ასე გული და რამ დაუჩლუნგა ასე აზროვნება?! იციან, რომ მათ გვერდით 11 წლის ბავშვს ყოველდე სცემენ, სტანჯავენ, კლავენ და ლაჩრულად გაყუჩებულნი არიან. რა გული გითმენს ნათესავს, მეზობელს ან უბრალოდ შემსწრეს ბავშვს როცა სცემენ და შენ ხმას არ იღებ და არ ეხმარები?! რამ გამოგაშტერათ ასე? ჩემს პირად მტრად ჩავთვლიდი, თავზეხელაღებულივით დავუპირისპირდებოდი და ყოველდღე გამოვიძახებდი პოლიციას, სანამ იმ საწყალ ბავშვს არ წავართმევდი იმ ლოთ და მოძალადე მამას. დამთავრდა, აღარ ეკუთვნის არცერთ მოძალადე მშობელს შვილი. ამათ კი შეეძლოთ ბავშვის გადარჩენა და გულგრილობით და უდარდელობით გაწირეს, გესმით? მოკლეს ბავშვი და ახლა მოსთქვამენ, ეს ვითომ შეწუხებული, მშიშარა მონები”, – წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე.

 

შეგახსენებთ, 23 აგვისტოს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 11 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს. ფაქტზე 49 წლის კაცი, გარდაცვლილის მამა დააკავეს.

 

გაირკვა, რომ ბრალდებული მის არასრულწლოვან შვილზე სისტემატურად ძალადობდა, რამაც სავარაუდოდ არასრულწლოვანის თვითმკვლელობა გამოიწვია.

 

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს

ავტორი: სალომე ნეფარიძე


X