fbpx
00:51 | 2020-10-22 ავტორი: თამარ ბუჩუკური

რა ვიცით მძევლად აყვანილი მაღალჩინოსანი პოლიციელის შესახებ, რომელიც თავდამსხმელმა სხვა მძევლებში გაცვალა

რა ვიცით მძევლად აყვანილი მაღალჩინოსანი პოლიციელის შესახებ, რომელიც თავდამსხმელმა სხვა მძევლებში გაცვალა

“პრაიმტაიმი” დაინტერესდა ზუგდიდში მძევლად აყვანილი სამხარეო პოლიციის უფროსის ავთანდილ გალდავას შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიებით.

 

როგორც გავარკვიეთ, ის 41 წლისაა, ჰყავს მეუღლე ელზა ცერცვაძე და ორი შვილი: ქეთევან და გიორგი გალდავები.

 

მან უმაღლესი განათლება ტექნიკურ უნივერსიტეტში მიიღო, დაამთავრა საავიაციო ფაკულტეტი. ავთანდილ გალდავამ სამართალდამცველის კარიერა 2008 წელს ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლობით დაიწყო. 2017 წლამდე ის თბილისში, ძალოვან სტრუქტურაში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა.

 

2017 წლიდან 2019 წლამდე შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო. 2019 წლიდან კი, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტს იკავებს.

 

ვინ არის სამი მძევალი, რომლებიც თავდამსხმელმა ბანკიდან გაიტაცა და ამ დრომდე მასთან ერთად იმყოფებიან
2020-10-22ვინ არის სამი მძევალი, რომლებიც თავდამსხმელმა ბანკიდან გაიტაცა და ამ დრომდე მასთან ერთად იმყოფებიან

 

შეგახსენებთ, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ მძარცველმა სამ მძევალთან ერთად დატოვა ბანკის შენობა.

 

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავაა, მეორე მძევალი – ზუგდიდის მერის გეგა შენგელიას ბიძაშვილი, ლაშა შენგელია, ხოლო მესამე – ბანკის მომხმარებელი, 25 წლის მურიკო ბულია.

 

მძარცველი პოლიციის პიკაპით მძევლებთან ერთად, ხელყუმბარით შეიარაღებული ადგილიდან გაიქცა. გავრცელებული ინფორმაციით, მას პოლიციის წარმომადგენელმა მოთხოვნილი ფული გადასცა.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

X