11:28 | 2021-04-01 ავტორი: Prime Time

რა ვიცით „დურაკების“ დღეს დაბადებულ ვლადიმერ პოზნერზე – სკანდალური განცხადებები საქართველოზე და პირადი ცხოვრება

რა ვიცით „დურაკების“ დღეს დაბადებულ ვლადიმერ პოზნერზე – სკანდალური განცხადებები საქართველოზე და პირადი ცხოვრება

რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი, რომელიც 1 აპრილს 87 წლის გახდა, თბილისში გეგმავდა დაბადების დღის აღნიშვნას.

 

რუსი ტელეწამყვანის ვიზიტს მოჰყვა სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა საპროტესტო აქციები.

„უკიდურესი თავხედობა, სიბრიყვე და პროვოკაცია“ - გია ხუხაშვილი პოზნერის ვახშმის მასპინძლებზე
2021-04-01„უკიდურესი თავხედობა, სიბრიყვე და პროვოკაცია“ - გია ხუხაშვილი პოზნერის ვახშმის მასპინძლებზე

 

მათი განცხადებით, პოზნერი კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი სახე და საქართველოს და უკრაინის ოკუპაციის და ანექსიის აქტიური მხარდამჭერია და მას საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა უშვებდნენ.

 

პოზნერს სასტუმრო “ვინოტელის” დატოვება, სადაც ის სტუმრებთან ერთად ვახშმობდა, პროტესტის ფონზე, პოლიციის კორდონის საშუალებით, მოუწია.

 

სასტუმრო “ვინოტელი” კი შრომის ინსპექციის სამსახურმა აკრძალული საქმიანობის განხორციელებისთვის, 10 000 ლარით დააჯარიმა.

 

ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილის განცხადებით, ვლადიმერ პოზნერი ქვეყანაში არ უნდა შემოეშვათ, რადგან იგი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ ცნობს.

 

რა ვიცით ვლადიმერ პოზნერის შესახებ 

 

 

პოზნერმა ქართველ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა და არა პოლიტიკური განცხადებების გასაკეთებლად, თავადვე აღნიშნა, რომ 1-ელ აპრილს, „დურაკების“ დღეს არის დაბადებული.

 

სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­დე­ბის დღის აღნიშვნა ტრადიციად მექცა, აქ ბევრი მეგობარი მყავს. არ ვფლობ ინფორმაციას, ვინ იყო აქ ჩემი ჩამოსვლის წინააღმდეგი. საქართველოს პოლიტიკურ მოვლენებს თვალს არ ვადევნებ“ -თქვა პოზნერმა.

 

როგორც ვნახეთ, დაბადების დღის ვახშამი ჩაიშალა და მან დღეს დილით საქართველო დატოვა.

 

ცნო­ბი­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი საქართველოზე სკანდალური განცხადებებით არის ცნობილი. მან თქვა, რომ „აფხაზეთი არასდროს გახდება საქართველოს ნაწილი“.

 

პოზნერი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაფუჭებას სააკაშვილს აბრალებს. ამბობს, რომ ეს ყველაფერი მისი ძალისხმევით მოხდა.

კონ­კრე­ტუ­ლად რომ ვთქვათ, აფხა­ზეთ­ში იყო სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბი, სადაც რუსი სამშვიდობოები იმყოფებოდნენ. ვიტარება უკიდურესად დაძაბული იყო და როგორც ცანს სააკაშვილმა გადაწყვიტა ძალისმიერი მეთოდით დაებრუნებინა სამხრეთ-ოსეთი და აფხაზეთი.

 

ეგონა რომ რუსეთს რეაგირება არ ექნებოდა მის ქმედებაზე. აფხაზეთის გამო არ წავიდოდა მსოფლიოს წინააღმდეგ. ამასთან, ეგონა რომ ამერიკა დაეხმარებოდა. ამე­რი­კე­ლე­ბი არ და­ეხ­მარ­ნენ, რუსეთმა კი შესაბამისად უპასუხა.

 

ეს სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან სამ­ხედ­რო შეჭ­რა იყო და შე­დე­გად, მან აფხა­ზე­თი სა­მუ­და­მოდ და­კარ­გა.

აფხა­ზე­თი არას­დროს გახ­დე­ბა მისი ნა­წი­ლი და რა თქმა უნდა, სა­ა­კაშ­ვი­ლი, ამის „მიღწევაში  თავის ქვეყანას ძალიან დაეხმარა“.

 

2006 წელს პოზ­ნე­რი ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა მა­მუ­ლის წი­ნა­შე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ღვაწ­ლის­თვის და­ა­ჯილ­დო­ვა.

 

74 წლის ასაკ­ში მეორედ იქორწინა 21 წლის უმ­ცროს ნა­დეჟ­და სო­ლო­ვი­ე­ვა­ზე. ყოფილი ცოლი, ეკატერინა ორლოვა კი სიმსივნით გარდაიცვალა. ჟურნალისტი მის დაკრძალვაზეც არ ყოფილა.

 

ავადმყოფობასთან თავად სალმაოდ იღბლიანი აღმოჩნდა. პოზნერმა სიმსივნე ორჯერ დაამარცხა.

 

შსს-ს ინფორმაციით, ვლადიმირ პოზნერი აშშ-ის მოქალაქეა და მას არ დაურღვევია „კანონი ოკუპაციის შესახებ“, პოზნერთან ერთად ჩამოსულმა პირებმა კი წარმოადგინეს კოვიდ-პასპორტი, ან PCR-ტესტირების უარყოფითი პასუხი.

 

პოზნერის ვიზიტის გამო თბილისში საპროტესტო აქციები დღესაც იგეგემება.

 

ნახეთ ვიდეო – იქნებ ვიღაც ნაბიჭვარი ვარ?! – ვლადიმირ პოზნერი საქართველოში პირველ ვიზიტს იხსენებს

 

ავტორი: Prime Time


X