11:15 | 2020-04-01 ავტორი: ალექსი ქამადაძე

რა ვიცით 5 ახალი ინფიცირებულის შესახებ

რა ვიცით 5 ახალი ინფიცირებულის შესახებ

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ცნობილია, რომ ბოჭორიშვილის კლინიკასა და ინფექციურ საავადმყოფოში CoViD19 ორ-ორ პაციენტს დაუდგინდა, ხოლო მეხუთე პაციენტი თბილისის ზღვის ჰოსპიტალშია მოთავსებული.

 

როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, ორი ინფიცირებულიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

 

„კონტაქტებია ცნობილია, ცნობილი პაციენტების კონტაქტებია. ბოლო ორი პაციენტის წყარო არის დაუდგენელი, ჯერჯერობით ვერ ხდება პირველწყაროს დადგენა. ამ ერთ-ერთი ჯგუფიდან არის ორი პაციენტი, რომელიც ჩვენთან შემოვიდა. ამათი წყარო ცნობილია“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.

 

რაც შეეხება ბოჭორიშვილის კლინიკაში მოთავსებულ ორ პაციენტს, ერთ-ერთი პაციენტის შემთხვევაში შიდაგადადება ფიქსირდება, ხოლო მეორე გერმანიის კლასტერს მიეკუთვნება.

 

„დადასტურებული პაციენტების მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. ძველ პაციენტებში შეინიშნება გამოჯანმრთელების ტენდენცია.

 

ერთი პაციენტი შიდაგადადებაა და წყარო ცნობილია, მეორე პაციენტი არის გერმანიის კლასტერი, რომელთანაც გამოხატული იყო პნევმონია“, – განაცხადა ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სოლოღაშვილმა.

 

მეხუთე ინფიცირებული თბილისის ზღვის ჰოსპიტალშია მოთავსებული. ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორის კახა ბეროზაშვილის თქმით, ინფიცირებული 50 წლის მამაკაცია, რომელსაც მეზობელ ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია აქვს. შუახნის მამაკაცს კორონავირუსი წუხელ, გვიან ღამით დაუდგინდა.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

ერთ-ერთი ინფიცირებული ექიმია! - ამ განცხადების შემდეგ გახარიამ საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა. ვინ არის ეს ექიმი
2020-03-30ერთ-ერთი ინფიცირებული ექიმია! - ამ განცხადების შემდეგ გახარიამ საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა. ვინ არის ეს ექიმი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები