16:29 | 2020-07-08 ავტორი: Prime Time

რა ვითარებაში გარდაიცვალა ახალგაზრდა ბიჭი – ოჯახი დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას ითხოვს

რა ვითარებაში გარდაიცვალა ახალგაზრდა ბიჭი – ოჯახი დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას ითხოვს

აღმაშენებლის ქუჩაზე, თბილისში 6 ივლისს, გარდაცვლილი 27 წლის ვახტანგ გულუას ოჯახი საქმის ობიექტურ გამოძიებასა და საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას ითხოვს.

 

არსებული ვერსიის, თითქოს საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულიდან შემთხვევით გადმოვარდა, გარდაცვლილის ოჯახის წევრებს არ სჯერა. მათი თქმით, ახალგაზრდას სხეულზე სხვადასხვა სახის მრავლობითი დაზიანებები აქვს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან გარდაცვლილი ახალგაზრდის ბიძაშვილმა ირინა გულუამ განაცხადა.

 

შაქარაშვილის საქმეში მეოთხე მანქანაც ფიგურირებს?! - რა ეჭვები აქვს ადვოკატს 
2020-07-08შაქარაშვილის საქმეში მეოთხე მანქანაც ფიგურირებს?! - რა ეჭვები აქვს ადვოკატს 

ჭირისუფლების განცხადებით, შემთხვევა ორშაბათ ღამე, თერთმეტ საათზე მოხდა, შემდეგ სახანძრო მანქანამ შემთხვევის ადგილი მორეცხა, რაც მათი თქმით, ეჭვს ბადებს, რომ კვალის დაფარვა სურდათ. ოჯახს კი გარდაცვალების შესახებ მეორე დღეს გააგებინეს.

 

მათი თქმით, ადამიანი ვის გამოც ვახტანგ გულუას მუდმივად საქმეს ურჩევდნენ და ემუქრებოდნენ ახალგაზრდა გოგოა. მათივე განცხადებით, ახალგაზრდა გოგომ საცხოვრებელი გამოიცვალა და არც სატელეფონო ზარებს პასუხობს.

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +