fbpx
17:01 | 2020-10-09 ავტორი: სალომე ნეფარიძე

რა ვითარებაში დაიღუპა ციციშვილის კლინიკაში წლინახევრის ბავშვი

რა ვითარებაში დაიღუპა ციციშვილის კლინიკაში წლინახევრის ბავშვი

დღეს ცნობილი გახდა, რომ ციციშვილის კლინიკაში მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა. გარდაცვლილი წლინახევრის ბავშვის მამა ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებს.

 

ციციშვილის კლინიკაში წლინახევრის ბავშვი გარდაიცვალა
2020-10-09ციციშვილის კლინიკაში წლინახევრის ბავშვი გარდაიცვალა

 

„პრაიმტაიმი“ დეტალების გასარკვევად ციციშვილის კლინიკის ექიმს მაია ჩხაიძეს ესაუბრა. მისი თქმით ბავშვს ღვიძლის ტრანსპლანტაცია სჭირდებოდა, ამ ოპერაციის ჩატარების პრეცედენტი კი საქართველოში არ არსებობს.

 

„პაციენტი ჩვენთან ახალშობილობის პერიოდში შემოვიდა, წლის და 8 თვის იყო. მას ჰქონდა სანაღვლე გზების აპრეზია ქირურგიული პათოლოგია, რის გამოც ახალშობილობის პერიოდში ერთი ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც უნდა მომხდარიყო ღვიძლის ტრანსპლანტაცია.

 

ვინაიდან საქართველოში ასეთი პატარა ასაკის ბავშვზე პრეცედენტი არ ყოფილა საჭიროებდა უცხოელი სპეციალისტის ჩარევას. კოვიდ ინფექციის აფეთქების გამო ეს სპეციალისტი ვერ ჩამოვიდა, ექიმს საზღვარზე, ჩამოსვლის დროს  მართვით ცენტრში დაუფიქსირდა ტემპერატურა. ამის შემდეგ კი საერთოდ შეწყდა ფრენა. აქედან გამომდინარე ეს ბავშვი ღვიძლის უკმარისობის დიაგნოზით ისევ რჩებოდა რეანიმაციაში და ერთ-ერთი საკმაოდ ხშირი გართულება რაც აქვს ღვიძლის უკმარისობას – პროფუზული სისხლდენა, განვითარდა გუშინ და სამწუხაროდ პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. “ – ამბობს ციციშვილის კლინიკის ექიმი მაია ჩხაიძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X