fbpx
17:37 | 2021-01-15 ავტორი: თეონა ყაჭიური

რა უნდა ვიცოდეთ ბავშვებში კოვიდთან დაკავშირებულ ანთებით სინდრომზე

რა უნდა ვიცოდეთ ბავშვებში კოვიდთან დაკავშირებულ ანთებით სინდრომზე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ბავშვებში კორონავირუსთან დაკავშირებულ სინდრომზე საუბრობს.

 

მულტიორგანული ანთების სინდრომი კორონავირუსის გადატანის შემდეგ ვითარდება, იგი ყველაზე ხშირად სკოლამდელი ასაკის ბავშვებშია გავრცელებული.

 

როგორც გაბუნია აღნიშნავს, 15 იანვრის მონაცემებით, მსგავსი სინდრომი 60-მდე ბავშვს აღმოაჩნდა. სინდრომი სამედიცინო საზოგადოებისთვის რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი, შემთხვევების მატების შემდეგ კი ის საქართველოშიც დაფიქსირდა.

 

Bloomberg: ნორვეგიაში კოვიდ-ვაქცინის მიღების შემდეგ 23 ადამიანი გარდაიცვალა - სახელდება მიზეზი
2021-01-15Bloomberg: ნორვეგიაში კოვიდ-ვაქცინის მიღების შემდეგ 23 ადამიანი გარდაიცვალა - სახელდება მიზეზი

 

სინდრომის დროს აღინიშნება სხვადასხვა ორგანოს, მათ შორის, გულის, ფილტვის და სხვა, ანთება. მართალია, მისი ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, მაგრამ მას კორონავირუსს უკავშირებენ.

 

როგორც გაბუნია აღნიშნავს, ბავშვები ძირითადად იაშვილის კლინიკასა და „ნიუ ჰოსპიტალში“ მკურნალობდნენ.

 

„შემთხვევების დიდი ნაწილისთვის საკმარისია სტანდარტული მკურნალობა, მათ შორის, სტეროიდებით. საჭიროა რიგ შემთხვევაში იმუნოგლობულინი, რომელიც აქვს იმ კლინიკებს, ვინც ამ მედიკამენტებს იყენებდა სხვა მიზნებისთვის მანამდე,“ – ამბობს გაბუნია და დასძენს, რომ მაგალითად, იაშვილის კლინიკას ამ პრეპარატის დეფიციტი არ აქვს.

ავტორი: თეონა ყაჭიური
X