fbpx
15:39 | 2020-06-15 ავტორი: Prime Time

რა უნდა მოხდეს, რომ არჩევნები გადაიდოს – ნახეთ დეტალები

რა უნდა მოხდეს, რომ არჩევნები გადაიდოს – ნახეთ დეტალები

კორონავირუსის პანდემიამ, შესაძლოა, წლის მთავარი პოლიტიკური მარათონის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ბედი განსაზღვროს.საპარლამენტო უმრავლესობაში არ მალავენ, რომ დიდი ალბათობით, ვირუსის „ქცევა“ არჩევნების დღის წესრიგს შეცვლის.

 

Exclusive: დამოუკიდებელი დეპუტატები გიორგი კვირიკაშვილთან კონსულტაციებს მართავენ
2020-06-09Exclusive: დამოუკიდებელი დეპუტატები გიორგი კვირიკაშვილთან კონსულტაციებს მართავენ

 

რა შემთხვევაში აღარ ჩატარდება 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები?

 

იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ყოველდღიურად ვირუსის 50-70 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა,  საქართველოს კვლავ საგანგებო მდგომარეობისა და გამკაცრებული რეგულაციების პირობებში ცხოვრება მოუწევს, ამბობენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ყოველდღიურად მხოლოდ 12-დან 20-მდე ახალ შემთხვევას გაუძლებს.

 

„ჯანდაცვის სექტორი მომზადებულია და ადვილად აუვა 12,13,14 და 20 ახალ შემთხვევას, მაგრამ რთული იქნება, თუ ყოველდღიურად დაფიქსირდა 50-70 შემთხვევა. მაშინ უნდა ვიფიქროთ ზოგიერთი ღონისძიების გამკაცრებაზე“, – განაცხადა „იმედის“ ეთერში გამყრელიძემ.

 

თუკი საპარლამენტო უმრავლესობაში არჩევნების თარიღის გადაწევაზე აქამდე ამ საუბრობდნენ, ახლა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მედიასთან ღიად განაცხადა, რომ არჩევნების ბედი კორონავირუსის პანდემიაზეა დამოკიდებული.

 

„თუ კორონავირუსის მეორე ტალღა არჩევნებამდე პერიოდს დაემთხვა, ამ შემთხვევაში, შეიძლება, აუცილებელი გახდეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება , თუმცა ამაშიც არაფერია ტრაგიკული . ბუნებრივია, თუ ეს მოხდება ოქტომბერში და თუ იქნება აუცილებელი, ოქტომბერში არ ჩატარდება არჩევნები და ჩატარდება დეკემბერში“,- „იმედის“ ეთერში კობახიძემ.

 

პოლიტიკის ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლებას არჩევნების ჩატარდება მეტად სექტემბერში აწყობს, ვიდრე ნოემბერში, რადგან სექტემბერში კორონავირუსთან ბრძოლისას დაგროვილი პოლიტიკური ქულები ხალხს უფრო ემახსოვრება.

 

“რაც უფრო მალე ჩატარდება არჩევნები, ხელისუფლებისთვის მით უფრო მომგებიანი იქნება. ვადები განსაზღვრულია, როდის უნდა ჩატარდეს არჩევნები, ამიტომ ვადის გადმოწევა, შესაძლოა, პრობლემა იყოს.

 

ხელისუფლების მიერ მიღწეული წარმატება კორონავირუსის ბრძოლასთან მიმართებით, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ჯერ კიდევ მუშაობს. რაც უფრო გადაიწევს არჩევნები, ეს პოლიტიკური კაპიტალი ხელისუფლებას ხელში შემოადნება.

 

გაუარესებული ფონი, შესაძლოა, ხელისუფლებამ გამოიყენოს იმისთვის, რომ არჩევნების ვადამ გადმოიწიოს, ეს თემაც, შესაძლოა, გააქტიურდეს“,- განაცხადა „პრაიმტაიმთან“ ძაბირაძემ.

 

ინფორმაციისთვის, დღეს  საქართველოში კორონავირუსის იმფიცირების შემთხვევა 15-ით გაიზარდა და ჯამში – 879 შეადგინა.  ამ დროის მონაცემებით, კორონავირუსისგან 704 ადამიანია გამოჯანმრთელებული.

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X