11:48 | 2021-05-11 ავტორი: Prime Time

რა უნდა იცოდეთ COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინით აცრამდე, აცრისას და აცრის შემდეგ

რა უნდა იცოდეთ COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინით აცრამდე, აცრისას და აცრის შემდეგ

პანდემიიდან ერთი წლის თავზე ქვეყნებმა ვაქცინაცია დაიწყეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, შეზღუდვებთან ერთად ვაქცინაცია, ცხოვრების ჩვეულ რიტმთან დასაბრუნებელი მნიშვნელოვანი იარაღია.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში კორონავირუსის ვაქცინა უკვე მილიონობით ადამიანმა გაიკეთა, ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით საზოგადოებაში ჯერ კიდევ მრავალი კითხვაა.

 

 

|რა უნდა იცოდეთ COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებამდე

 

 

 

UNICEF ჯანდაცვის ექსპერტები მოსახლეობას ვაქცინის  მიღებამდე, მცირე კვლევის ჩატარებას ურჩევენ. ინტერნეტში ვაქცინების შესახებ საკმაოდ ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება, ამიტომ აუცილებელია მოსახლეობამ საჭირო ცნობები ისეთი სანდო რესურსებიდან მიიღოს, როგორიც UNICEF და WHO-ია.

 

 

კორონავირუსის ვაქცინა არ უნდა გაიკეთოთ მაშინ, თუ:

 

 

  • COVID-19-ის ვაქცინაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ ალერგიული ხართ
  • COVID-19-ის სიმპტომები აქვთ (თუმცა, შეგიძლიათ გაიკეთოთ აცრა მას შემდეგ, რაც გამოჯანმრთელდებით და თქვენი ექიმი აცრის ნებართვას მოგცემთ).

 

თუ წარსულში რომელი ვაქცინის მიღების შემდეგ მწვავე ალერგიული რეაქცია გამოგივლინდათ ან გაქვთ შეკითხვები იმ წამლების შესახებ, რომელსაც იღებთ, ვაქცინის გაკეთებამდე აუცილებლად დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს.

 

 

ვაქცინის მიღებამდე კარგად გამოიძინეთ და წყალი მიიღეთ.

 

 

|ვაქცინის გაკეთებისას

 

 

 

დაიცავით არსებული წესები- სამედიცინო დაწესებულებაში მისვლისას აუცილებლად დაიცავით სოციალური დისტანცია, ატარეთ პირბადე.

 

 

კომუნიკაცია – აუცილებლად ესაუბრეთ სამედიცინო პერსონალს და უთხარით თქვენი ჯანმრთელობის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაცია, რომელიც, შესაძლოა, შემაფერხებელ ფაქტორად ჩაითვალოს.

 

 

აუცილებლად შეინახეთ ვაქცინაციის ბარათი – ბარათზე მოცემული იქნება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის და რომელი ვაქცინა გაიკეთეთ. ასევე, მომდევნო ვაქცინაციის თარიღი, რომელიც მომავალში აუცილებლად დაგჭირდებათ.

 

 

 

|ვაქცინაციის შემდეგ

 

 

 

დარჩით მონიტორინგისთვის: ვაქცინის მიღების შემდეგ 15 წუთის განმავლობაში სამედიცინო პერსონალის ზედამხედველობის ქვეშ უნდა იმყოფებოდეთ, რათა ისინი დარწმუნდნენ, რომ ვაქცინაციის პროცესმა უსაფრთხოდ ჩაიარა და ისეთი რეაქცია არ მოყოლია, რომელსაც სწრაფად სჭირდება რეაგირება.

 

 

მზად იყავით გვერდითი ეფექტებისთვის: ვაქცინები თქვენს იმუნურ სისტემას ინფიცირების გარეშე აძლიერებს. თუმცა, შესაძლოა, ვაქცინაციის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში მსუბუქი გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს, რომელიც თავისით გაივლის.

 

 

ასეთი გვერდითი ეფექტებია:

 

 

  • მკლავის ტკივილი ინექციის ადგილზე
  • უმნიშვნელო სიცხე
  • დაღლილობა
  • თავის ტკივილი
  • კუნთების ან სახსრების ტკივილი
  • შემცივნება
  • დიარეა

 

თუ სიმპტომები რამდენიმე დღეზე მეტ ხანს გაგრძელდა ან თუ მძიმე რეაქცია გამოგივლინდათ, დაუყოვნებლიც მიმართეთ სამედიცინო პერსონალს.

 

 

იყავით მომთმენები –  იმუნური სისტემის გაძლიერებასა და მომზადებას დრო სჭირდება. Pfizer-BioNtech ან Moderna-ს ვაქცინის მიღების შემთხვევაში, სრულად ვაქცინირებულად მეორე დოზის გაკეთებიდან 2 კვირის შემდეგ ჩაითვლებით.

 

 

AstraZeneca-ს შემთხვევაში მეორე დოზის მიღებიდან 15 დღეში.

 

 

J&J/Janssen-ის შემთხვევაში ვაქცინის ერთი დოზის მიღებიდან 2 კვირაში.

 

 

განაგრძეთ პრევენციული ზომების დაცვა: ვაქცინები ადამიანებს ვირუსის მძიმე ფორმებისაგან იცავს. ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცით შეიძლება თუ არა ვაქცინირებულმა ადამიანებმა ვირუსი, სიმპტომების გამოვლენის გარეშე, გაავრცელონ. სწორედ ამიტომ, ვაქცინაციის შემდეგ, გარშემომყოფების დასაცავად აუცილებლად უნდა განაგრძოთ პრევენციული ზომების დაცვა.

 

 

მომზადებულია UNISEF-ის მიხედვით

ავტორი: ნინი ტაველიძე, საინფორმაციო სააგენგო PTN.ge

ავტორი: Prime Time


X