23:45 | 2020-08-18 ავტორი: Prime Time

რა უნდა იცოდეს ქრისტიანმა ფერისცვალების შესახებ და რატომ აკურთხებენ ამ დღესასწაულზე ხილს

რა უნდა იცოდეს ქრისტიანმა ფერისცვალების შესახებ და რატომ აკურთხებენ ამ დღესასწაულზე ხილს

19 აგვისტოს მართლმადიდებლური ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს, რომელიც 12 უდიდეს დღესასწაულთა რიცხვში შედის და უფალი იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ეპიზოდს უკავშირდება.

 

ამ დღეს, მაცხოვრის დი­დე­ბა, ბრწყინ­ვა­ლე­ბა გა­მო­ცხად­და.

 

წმინდა კვირიკესა და ივლიტას ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი ლევან ალადაშვილი გვესაუბრება, რომ ეს დღე კი­დევ ერთხელ გვახ­სე­ნებს ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის მთა­ვარ მიზანს, სუ­ლი­ერ ფე­რის­ცვა­ლე­ბას.

 

ფერისცვალება, არის დრო, როცა მოახლოებულია უფლის ჯვარცმა. მაცხოვარი მოწაფეებს ესაუბრება მოახლოებულ ჯვარცმაზე. ამის გამო მოწაფეები დამძიმებულნი არინ და ამით ცდილობს ნუგეში სცეს. ფერისცვალება იყო ნუგეში მოწაფეებისთვის, ამით დაანახა მათ დიდების ღმერთი.

 

როგორც სახერებაში წერია, მა­ცხო­ვარ­მა სამი მო­წა­ფე, პეტ­რე, ია­კო­ბი და იო­ა­ნე თაბორის მთაზე წაიყვანა და მათ წინაშე ფერი იცვალა.

 

ფე­რის­ცვა­ლე­ბი­სას იე­სოს­გან ისე­თი ნა­თე­ლი გა­მო­დი­ო­და, რომ მო­ცი­ქუ­ლებ­მა თვა­ლი ვერ გაუსწორეს და პირქვე დაემხნენ.

 

ფე­რის­ცვა­ლე­ბის ჟამს მო­ცი­ქუ­ლებ­მა და­ი­ნა­ხეს, რომ უფალს მარ­ჯვნივ და მარ­ცხნივ მოსე და ელია წინასწარმეტყველები ედგნენ,ზეციდან კი მა­მის ხმა მო­ის­მა: „ესე არს ძე ჩემი საყ­ვა­რე­ლირო­მე­ლი მე სათნო ვიყავ; მაგისი ისმინეთ!“​ – ამის შემ­დეგ მა­ცხო­ვარ­მა კვლავ ად­რინ­დე­ლი სახე მი­ი­ღო და მოციქულებს უბრძანა, მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ მის აღ­დგო­მამ­დე არა­ვის­თვის ეთ­ქვათ.

 

რა იყო ფე­რის­ცვა­ლე­ბის არსი და მი­ზა­ნირის­თვის აღ­სრულ­და ის?

 

ფე­რის­ცვა­ლე­ბით მა­ცხო­ვარ­მა მო­ცი­ქუ­ლებს აჩ­ვე­ნა, რომ ის ჭეშმარიტი მხსნე­ლი იყო, ის, ვი­საც ამ­დენ ხანს ელო­და კა­ცობ­რი­ო­ბაელოდ­ნენ  იუდეველები.

 

მოსე და ელია წი­ნას­წარ­მე­ტყველ­თა­გან უპი­რა­ტეს­ნი არი­ანმაგ­რამ ფე­რის­ცვა­ლე­ბის ხატებზე თავ­დახ­რილ­ნი დგა­ნანნიშ­ნად იმი­სა, რომ თვით მო­სეც კი, რო­მელ­საც იუდეველები ესო­დენ დიდ პა­ტივს მი­ა­გებ­დნენარა­ფერი იყო ქრის­ტეს წი­ნა­შე.

 

კითხვაზე, რატომ იკურთხება ხილი ამ დღეს, მოძღვარი განმარტავს, რომ ეს არის ნაყოფიერების შეწირვა უფლისთვის. ადრე, როცა მოსავალი მოვიდოდა, ქრისტიანს პირველი ნაყოფი ტაძარში მიჰქონდა და მადლობის ნიშნად უფალს წირავდა. ტოვებდა ტაძარში და შემდეგ წინამძღვარი გლახაკებს ურიგებდა.

ავტორი: Prime Time

X