00:29 | 2021-09-25 ავტორი: Prime Time

რა უნდა იკადრო, რომ ირაკლი კობახიძეს გამოსტყუო შეგინება, მე ვერ წარმომიდგენია – მამუკა მდინარაძე ევროკავშირის ოფისთან მომხდარ ინციდენტზე

რა უნდა იკადრო, რომ ირაკლი კობახიძეს გამოსტყუო შეგინება, მე ვერ წარმომიდგენია – მამუკა მდინარაძე ევროკავშირის ოფისთან მომხდარ ინციდენტზე

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე “ღამის კურიერის” ეთერში, გუშინ, ევროკავშირის ოფისთან მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

მიშა ჩვენი დასავლეთელი მეგობრების ნებართვის გარეშე აქ არ შემოვა, ისინი ამის ნებართვას არ მისცემენ - შალვა ნათელაშვილი
2021-09-24მიშა ჩვენი დასავლეთელი მეგობრების ნებართვის გარეშე აქ არ შემოვა, ისინი ამის ნებართვას არ მისცემენ - შალვა ნათელაშვილი

 

“ერთი რამ, გულწრფელად და ალალად უნდა ვთქვა, მართლა გამიკვირდა ირაკლი კობახიძის ერთი ფრაზა, სადაც შეგინებას ჰქონდა ადგილი, იმიტომ, რომ ძალიან ხშირად ერთად ვართ, მით უმეტეს ახლა, როდესაც შტაბური სამუშაო მიდის, უამრავი ადამიანი პრაქტიკულად დილიდან გვიან ღამემდე შტაბში ვართ ხოლმე, გარდა ამისა დღეს ხომ არ გამიცნია ირაკლი, მე მისგან შეგინება როგორც ასეთი, მართლა არ მქონდა მოსმენილი.

 

რა უნდა იკადრო, საკუთარ თავს რა უნდა აკადრო, სხვას რა უნდა აკადრო, საზოგადოებას რა უნდა აკადრო, რომ ირაკლი კობახიძეს გამოსტყუო შეგინება, მე ვერ წარმომიდგენია,” – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

 

ასევე წაიკითხეთ სხვა საინტერესო ინფორმაციები

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X