fbpx
13:56 | 2020-10-24 ავტორი: Prime Time

რა უნდა გავაკეთოთ კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენისას – ამირან გამყრელიძის რეკომენდაცია

რა უნდა გავაკეთოთ კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენისას – ამირან გამყრელიძის რეკომენდაცია

სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში რეკომენდაცია გახლავთ მარტივი – თითოეულმა ჩვენგანმა იცოდეს თავისი ოჯახის ექიმის სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი, დარჩით სახლში და იყავით რაც შეიძლება იზოლირებული, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, უწყებათაშორისი საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ არ იცის, ვინ არის მისი ოჯახის ექიმი, ის რეკავს 112-ზე, რომელიც გადაამისამართებს ოჯახის ექიმთან.

 

„ინფიცირებულებიდან ძირითადი ნაწილი გახლავთ სიმპტომური ავადმყოფები. ეს სიმპტომები გახლავთ ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება. თითოეული ამ სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში რეკომენდაცია გახლავთ მარტივი – თითოეულმა ჩვენგანმა იცოდეს თავისი ოჯახის ექიმის სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი. როდესაც ეს სიმპტომი ჩნდება, აუცილებელია ის დარჩეს სახლში, იყოს რაც შეიძლება იზოლირებული, დაურეკოს თავის ოჯახის ექიმს და ექიმი ეტყვის, როგორ მოიქცეს. თუ არ იცის, ვინ არის მისი ოჯახის ექიმი, ის რეკავს 112-ზე, რომელიც გადაამისამართებს ოჯახის ექიმთან, რომ ექიმის დანიშნულებით ეს ყველაფერი იმართოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

რა უნდა მოვიმოქმედოთ, თუ დაწესებულების თანამშრომელს covid-19 დაუდასტურდა - მთავრობის რეკომენდაცია
2020-10-24რა უნდა მოვიმოქმედოთ, თუ დაწესებულების თანამშრომელს covid-19 დაუდასტურდა - მთავრობის რეკომენდაცია
ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X