fbpx
19:50 | 2020-10-02 ავტორი: Prime Time

რა უნდა გააკეთოს ამომრჩეველმა, თუ 11 ოქტომბრამდე ბარათს არ მიიღებს

რა უნდა გააკეთოს ამომრჩეველმა, თუ 11 ოქტომბრამდე ბარათს არ მიიღებს

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, „ცესკოს“ პრეს-სპიკერი განმარტავს, რა უნდა გააკეთოს ამომრჩეველმა, თუ იგი საარჩევნო ბარათს ვერ მიიღებს.

 

როგორც ცესკოში განმარტავენ, პრობლემის მოსაგვარებლად ამომრჩეველმა ცესკოს ან იუსტიციის სამინისტროს უნდა მიმართოს.

 

„თუ ამომრჩეველი 11 ოქტომბრის ჩათვლით არ მიიღებს ბარათს, ან აღმოაჩენს უზუსტობას მონაცემებში, მას 13 ოქტომბრის 18:00 საათამდე შეუძლია წერილობით მიმართოს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას ან იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს“,- განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა.

 

ქვეყანაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X