15:21 | 2021-09-16 ავტორი: Prime Time

რა წერია წერილში, რომელიც თაკო ჩარკვიანმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საელჩოებს გაუგზავნა

რა წერია წერილში, რომელიც თაკო ჩარკვიანმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საელჩოებს გაუგზავნა

„კანონის და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დასაბრუნებლად ორგანიზაცია „საერთო სახალხო მოძრაობა“ დააფუძნა, „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აცხადებს, რომ რამდენიმე წუთის წინ კვალიფიციური წერილი მომზადდა სააკაშვილის შესახებ, რომელიც თითქმის ყველა საელჩოს გაეგზავნა.

 

„მომზადდა კვალიფიციური წერილი, სადაც წერია, რომ შეწყდეს პოლიტიკური დევნა და ამუშავდეს ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი. ვინაიდან, ასეთი სიტუაცია შეიქმნა, მოსმენებია, აღარ არსებობს სასამართლო, აღარ საუბრობს ჩვენზე მთელი დასავლეთი და რეფორმირებას საჭიროებს ჩვენი მართლმსაჯულება, ამიტომ იმუშაოს ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლმა და შეწყდეს მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა. ყველას ქეისი განიხილოს რეფორმირებულმა დასავლური ტიპის მართლმსაჯულებამ“, – უთხრა „პრაიმტაიმს“ ჩარკვიანმა.

 

შეხვდა თუ არა თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილს – „პირდაპირ გეტყვით, საოცრება ხდება“

 

თაკო ჩარკვიანი ორგანიზაციაში გაწევრიანებულ ადამიანებზეც საუბრობს, რომელთა რაოდენობა უპრეცედენტოა.

 

„გაწევრიანება ძალიან დიდია. ამ დროისთვის, 70 000-მდეა ონლაინ-მხარდამჭერთა რიცხვი გაზრდილი. მე ასეთი რამ არ მინახავს და არც მსმენია. ვერ გეტყვით, ასეთი ცხოველი ინტერესი განაპირობა იმან, რომ შედარების საშუალება მიეცათ ადამიანებს, რომ სახელმწიფო გვქონდა და აღარ გვაქვს თუ რაშია საქმე. მეტი წილი, პირდაპირ მისი მომხრეები არიან. მაგრამ პირდაპირ გეტყვით, რომ არიან ადამიანები, რომლებიც „ძალა ერთობის“ ამომრჩევლები არიან და უშუალოდ არა  „ნაციონალებისა“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!