18:48 | 2021-10-13 ავტორი:

რა სთხოვა სააკაშვილს მეუფე ნიკოლოზმა – სასულიერო პირმა ციხე დატოვა

რა სთხოვა სააკაშვილს მეუფე ნიკოლოზმა – სასულიერო პირმა ციხე დატოვა

მეუფე ნიკოლოზმა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა. მან საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

 

მეუფეს თქმით, მან მიხეილ სააკაშვილს სთხოვა მომხრეებისთვის შერიგებისკენ მოეწოდებინა.

 

“მე მქონდა მის მიმართ ასეთი გზავნილი, მე ვფიქრობ, ყველანი ვდგავართ დიდი გამოწვევიის წინაშე. გამოსავალია, შევწყვიტოთ სიძულვილის რიტორიკა, ერთმანეთზე ცუდი საუბარი და მე ვთხოვე ბატონ მიხეილს, რომ მოეწოდებინა თავისი მომხრეებისთვის, რომ ჩვენ ყვ ელამ ერთად ვიფიქროთ შერიგებაზე, ქრისტიანულ შერიგებაზე. ჩვენ ერთმანეთისთვის ბევრი გვაქვს მისატევებელი.

 

მე ბატონ მიხეილს ვთხოვე, მან თავისი მიმართვაში ჩაწერა ეს ყველაფერი. იმედია, თავის მიმართვაში გამოქვეყნდება ეს ყველაფერი. დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი მიხეილი გამოვა ციხიდან და დაიწყება ახალი ერა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, იმით, რომ ყველანი, მოქმედი და წარსული და მომავალი ხელისუფლება ერთმანეთთან გამონახავენ საერთო ენას. იმედი მაქვს ჩვენ ყველანი გამოვნახავთ საერთო ენას”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი:

X