17:34 | 2020-07-01 ავტორი: ნინი ტაველიძე

რა სიმპტომები ახასიათებს და როგორ მკურნალობენ ყირიმ-კონგოს – ყველაფერი ვირუსის შესახებ

რა სიმპტომები ახასიათებს და როგორ მკურნალობენ ყირიმ-კონგოს – ყველაფერი ვირუსის შესახებ

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაის განცხადებით, საქართველოში ყირიმ-კონგოს 10 შემთხვევა ფიქსირდება.

 

ამ სტატიაში მიმოვიხილავთ რა არის ყირიმ-კონგო, რა სიმპტომები ახასიათებს და როგორ ხდება მისი მკურნალობა.

 

რა არის ყირიმ კონგო?

 

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება ვირუსული ჰემორაგიული ცხელება გახლავთ, რომლის გადამტანიც ტკიპები არიან. მისი გადადება ტკიპის ნაკბენით, დაინფიცირებული ცხოველის ქსოვილებთან კონტაქტის შედეგად არის შესაძლებელი. ასევე, ცხოველის დაკვლის დროს ან უშუალოდ დაკვლის შემდეგ. ინფორმაციას who.int ავრცელებს.

 

დექსამეტაზონმა კოვიდინფიცირებულებში სიკვდილიანობა შეამცირა - ყველაფერი ამ პრეპარატის შესახებ
2020-06-22დექსამეტაზონმა კოვიდინფიცირებულებში სიკვდილიანობა შეამცირა - ყველაფერი ამ პრეპარატის შესახებ

 

ყირიმ-კონგოს გავრცელება საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისებისთვის, რადგან ვირუსმა შეიძლება ეპიდემიები გამოიწვიოს. ყირიმ-კონგო სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება (10-40%).

 

ასევე, მისი გავრცელების შემთხვევები საავადმყოფოებსა და ჯანდაცვის დაწესებულებებში საკმაოდ ხშირია. ყირიმ-კონგოს მკურნალობა და მისი პრევენცია საკმაოდ რთულია.

 

ყირიმ-კონგოს ცხელება ენდემურია აფრიკისთვის, ბალკანეთისთვის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიისათვის.

 

სად და როდის აღმოაჩინეს პირველად ყირიმ-კონგო?

 

დაავადება პირველად 1944 წელს ყირიმში აღწერეს. 1969 წელს კი დააადგინეს, რომ ყირიმის ჰემორაგიული ცხელების გამომწვევი პათოგენი 1956 წელს კონგოში გამოვლენილი დაავადების მსგავსი იყო.

 

ორი ადგილის სახელების დაკავშირებამ გამოიწვია დაავადების და ვირუსის ახლანდელი სახელწოდება. სწორედ აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც – ყირიმ-კონგო.

 

რა სიმპტომები ახასიათებს?

 

თუ ვირუსი ტკიბინის ნაკბენით გადაეცემა – მაშინ ყირიმ-კონგოს ცხელების საინკუბაციო პერიოდი ძირითადად 1-3 დღეა, მაქსიმალური კი 9 დღე.

 

ინფიცირებულ სისხლთან ან ქსოვილთან კონტაქტის შემთხვევაში, დაავადების საინკუბაციო პერიოდი ძირითადად 5-6 დღეა, მაქსიმალური პერიოდი კი 13 დღემდე გრძელდება.

 

ყირიმ-კონგოს შემდეგი სიმპტომები ახასიათებს : ტემპერატურის მომატება, კუნთების ტკივილი, თავბრუსხვევა, კისრის ტკივილი, ტკივილი ზურგის არეში, თავის ტკივილი, თვალების წვა და ფოტოფობია (სინათლისადმი მგრძნობელობა). ასევე, მისთვის დამახასიათებელია გულისრევის შეგრძნება, ღებინება და ფაღარათი, ტკივილი მუცლის არეში, ყელის ტკივილი, განწყობის მკვეთრი ცვალებადობა და დაბნეულობა.

 

ორი ან ოთხი დღის შემდეგ, ნერვული აღგზნებადობა შეიძლება ჩაანაცვლოს ძილიანობამ, დეპრესიამ, დაღლილობამ, უხალისობამ, მუცლის ტკივილი შეიძლება ლოკალიზდეს ზედა მარჯვენა ნაწილში, გადიდებულია ღვიძლი.

 

სხვა კლინიკურ სიმპტომებია: ტაქიკარდია (გულისცემის მომატება), ლიმფადენოპატია (ლიმფური ჯირკვლების გადიდება) და პეტექიალური გამონაყარი (კანში სისხლჩაქცევებით გამოწვეული გამონაყარი) შიდა ლორწოვან ზედაპირებზე.

 

მძიმე პაციენტებს დაავადების მიმდინარეობის მეხუთე დღეს კი შეიძლება ასევე განუვითარდეთ თირკმლების სწრაფი გაუარესება, ღვიძლის უცაბედი უკმარისობა ან ფილტვების უკმარისობა.

 

როგორ მკურნალობენ ყირიმ-კონგოს?

 

ყირიმ-კონგოს მკურნალობისთვის ეფექტურია ანტივირუსული პრეპარატი რიბავირინი – მისი როგორც ორალური, ისე ინტრავენური მიღება.

 

ყირიმ-კონგოს ინფექციის პრევენცია ან კონტროლი ცხოველებსა და ტკიპებში ურთულესია, რადგან ტკიპა-ცხოველი-ტკიპის ციკლი ძირითადად შეუმჩნევლად მიდის და ძირითადად, შინაურ ცხოველებში ინფექცია აშკარა არ არის.

 

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების მართვის მთავარ მიდგომას სიპტომების ზოგადი მხარდამჭერი მკურნალობა წარმოადგენს.

 

არ არსებობს ვაქცინა ცხოველების ან ადამიანებისთვის.

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენატარი - +

X