14:14 | 2020-05-14 ავტორი: თეონა ყაჭიური

რა შეზღუდვები მოიხსნება 18 მაისიდან – სრული ჩამონათვალი

რა შეზღუდვები მოიხსნება 18 მაისიდან – სრული ჩამონათვალი

დღეს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს იმ შეზღუდვებზე ისაუბრა, რომლებიც 18 მაისიდან ეტაპობრივად მოიხსნება.

 

გიორგი გახარიას თქმით, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია დღეს გარკვეული შეზღუდვების მოხსნის საშუალებას იძლევა.

 

ნახეთ შეზღუდვები, რომლებიც ეტაპობრივად მოიხსნება ↓↓↓

 

14 მაისიდან გაიხსნა რუსთავი და გარდაბანი

 

18 მაისიდან მოიხსნება საკარანტინე ზონა მარნეულში.

 

18 მაისიდან გაიხსნება სილამაზის სალონები და ესთეტიკური სამედიცინო ცენტრები.

 

მოიხსნება დახურულ და ღია სივრცეებში 3 ადამიანის შეკრებაზე დაწესებული შეზღუდვა. შეზღუდვის მოხსნა არ შეეხება ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებას.

 

15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის;

 

1-ლი ივლისიდან საქართველო მზად იქნება უცხოელი ტურისტების მისაღებად.

 

ასევე, დაგაინტერესებთ: ხათუნა ზახაშვილი სილამაზის სალონებისა და სტომატოლოგიური კლინიკებისთვის რეკომენდაციებს განმარტავს

 

რა წესები უნდა დაიცვან სილამაზის სალონებმა 18 მაისიდან

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X

error: Content is protected !!